ისინი ეძებენ რაიმე სახის სიწმინდეს, - მეუ-ს სასულიერო პირი უმე-ს თემების შესახებ, რომლებიც სახლებში მსახურობენ
მეუ-ში თვლიან, რომ უმე-ის თემებს, რომლებსაც წაართვეს ეკლესიები, ეს თავად სურდათ.
ჩერკასის რეგიონის მეუ-ს სასულიერო პირმა, "იღუმენმა" ახილა ბაგრიმ ,,მეხუთე არხს’’ განუცხადა, რომ უმე-ის თემები, რომლებსაც წაართვეს ეკლესიები, თავად მიისწრაფოდნენ ამისკენ, რადგან მათ სურდათ "აი ასეთი სიწმინდე.”
„არსებობენ მღვდლები, რომლებიც არ დათანხმდნენ გადასვლას. ისინი ამჟამად სახლებში იკრიბებიან. საკუთრებაში არსებული სახლები სალოცავებად მოაწყვეს“, - ამბობს ბაგრი.
მისი თქმით, „იქ იკრიბება ისეთი კონტინგენტი, რომელიც მხოლოდ ასეთ მომენტს ელოდა, როგორ განასახიერებდნენ თავიანთ ყველა წარმოდგენას დევნილი რუსეთის შესახებ, აი ასეთ სიწმინდე“. ბაგრი ირწმუნება, რომ ეს ხალხი იმედოვნებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, ელოდებოდა რომ მოხდებოდა „მსგავსი მოვლენა“.
”და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ რაღაც”, - გაიზიარა თავისი შწხედულება ბაგრიმ.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ მეუ-ში ეძებენ მღვდლებს წართმეულ ეკლესიებში რომ იმსახურონ.