პოლტავის გარკუშინცში მეუ-ს მომხრეები უმე-ს სამრევლოს ტაძარს ართმევენ
სოფ. გარკუშინცის წმ. ბარბარეს სამრევლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რჩება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
პოლტავის მირგოროდის ტერიტორიული გაერთიანების სოფელ გარკუშინცში მეუ-ს აქტივისტები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარს ართმევენ. ამის შესახებ იუწყება suspilne.media და argumentua.com.
დუმენკოს მომხრეები რეიდერულ სისტემას იყენებენ, რომელიც უკრაინის ბევრ დასახლებულ პუნქტში იყო შემუშავებული : 2023 წლის 20 აგვისტოს მეუ-ს „მღვდლებმა“ სკოლაში მოსახლეობის კრება ჩაატარეს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება წმ. ბარბარეს მრევლის მათ სტრუქტურაში გადასვლის შესახებ.
ღონისძიების მსვლელობისას მეუ-ს ადგილობრივი მნე პავლე იაკიმენკო ამტკიცებდა, რომ მისი ორგანიზაცია „ლოცულობს უკრაინის მეომრებისთვის და უკრაინის მხარეზეა, ხოლო „მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის მხარეზე არ არის და უარყოფს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო“.
წმ. ბარბარეს ტაძრის მრევლი ამ კრებაში არ მონაწილეობდა. წინადღით მრევლმა, წინამძღვრის - დეკანოზ სერგი ზუევის მეთაურობით ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც უმე-ს მიმართ თავისი ერთგულების შესახებ განაცხადა.
„ჩვენს ტაძარში ჩატარდა წმ. ბარბარეს მრევლის საერთო კრება და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ვრჩებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მეუ-ში ან სხვა რომელიმე ორგანიზაციაში გადასვლას არ ვაპირებთ“, - ხაზი გაუსვა წინამძღვარმა.
კლუბში კრების მონაწილეებმა მორწმუნეთა ნებას იგნორირება გაუკეთეს. ხმის მიცემის შემდეგ ისინი ტაძართან მივიდნენ, სადაც უმე-ს მრევლის წევრები იყვენენ ჩაკეტილები და შიგნით შეღწევა სცადეს. მოგვიანებით პოლიციის მოთხოვნით მრევლმა კარი გააღო. მეუ-ს აქტივისტები ტაძარში შევიდნენ, აღწერეს ქონება და შეადგინეს მისი გადაცემის აქტი.
დუმენკოს მომხრეებმა აგრეთვე პოლტავის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას მრევლის ხელახალი რეგისტრაციისთვის დოკუმენტები გადასცეს.
მეუ-ს კლირიკოსებმა განაცხადეს, რომ 27 აგვისტოს ისინი წმ. ბარბარეს ტაძარში თავისი პირველი „ღვთისმსახურების“ ჩატარებას გეგმავენ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასში მეუ-ს აქტივისტებმა დაარეგისტრირეს ალტერნატიული რელიგიური გაერთიანება, რომ თავის იურისდიქციაში წმინდა სოფრონ ირკუტსკელის ტაძარი გადაიყვანოს.