ელენსკი ყვებოდა, თუ როგორ უნდა აკრძალონ უმე

15 August 2023 20:41
2924
ვიქტორ ელენსკი კათოლიკურ რადიო-სტუდიაში. ფოტო: my.ua ვიქტორ ელენსკი კათოლიკურ რადიო-სტუდიაში. ფოტო: my.ua

რელიგიის საკითხებში უწყების ხელმძღვანელი აფრთხილებს, რომ იურიდიული პროცედურები არასდროს არ არის ხანმოკლე.

რელიგიის საქმეთა და ეთნოპოლიტიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრა «Главком»-ს, რომ „როდესაც № 8371 კანონპროექტი უკვე კანონი გახდება და თუ ჩვენი ექსპერეტიზა დაამტკიცებს, რომ ესა თუ ის ორგანიზაცია (არ არის აუცილებელი უმე) აფილირებულია იმ ქვეყნის  გავლენების ცენტრებთან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აწარმოებს, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ  მითითებას ამ რელიგიური ორგანიზაციისთვის“. № 8371 კანონპროექტის მოწონების შემთხვევაში, ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონის მოქმედებას დაექვემდებარებიან, მიმართავს რელიგიისა და ეთნოპოლიტიკის დეპარტამენტი.

ელენსკი ამბობს, რომ „მითითებაში ჩამოთვლილი იქნება, რაში გამოიხატება ეს კავშირი და მათ მიეცემათ დრო იმისთვის, რომ ეს კავშირი გაწყვიტონ“.

„თუ ეს არ შესრულდება, მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ უკვე გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა  მოხდეს ეს რაც შეიძლება ეფექტურად, იურისტები განსაზღვრავენ ამ ხაზს“, - ხაზი გაუსვა მოხელემ.

ელენსკის ჯერ არ შეუძლია იმის თქმა, კანონის მიღების შემთხვევაში ჩატარდება თუ არა ახალი ექსპერტიზა უმე-ს მიმართ, რადგან „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სარჩელი იქნება ბოლო ექპერტიზის მიმართ“.

„ჯერ-ჯერობით არც ერთი ტექსტი არ მინახავს, რომელიც არსობრივად გააბათილებდა ჩვენი ექსპერტიზის დასკვნებს. არის ბევრი საყვედური, რომ ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ მიკერძოებულები იყვნენ, ბევრი საყვედურია, რომ მხოლოდ წესდების კვლევა იყო საჭირო, ჩვენ კი წესდების ფარგლებს გავცდით და უფრო ფართოდ ვიკვლევდით. მაგრამ მე არავინ არ მინახავს, ვინც გაასაჩივრა ექსპერტიზის დასკვნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს ნაწილია“, - ამტკიცებს ელენსკი.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ იურიდიული პროცედურები არასდროს არ არის ხანმოკლე“.

მანამდე მჟკ წერდა: ელენსკიმ უთხრა ევროპელებს, რომ ის უმე-ს  განწყობებზე ფიქრობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ