კიევის რეგიონის გერბს "პრომოსკოვური" წმინდა გიორგისთან მსგავსების გამო შეცვლიან
კიევის რეგიონში ხელისუფლება ემბლემას შეცვლის, რადგან მასზე გამოსახული წმინდა გიორგი მოგვაგონებს მოსკოვისა და რეგიონის გერბზე გამოსახულ წმინდანს.
კიევის რეგიონში ხელისუფლება ემბლემას შეცვლის, რადგან მასზე გამოსახული წმინდა გიორგი მოგვაგონებს მოსკოვისა და რეგიონის გერბზე გამოსახულ წმინდანს. ამის შესახებ ფეისბუქზე კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა.
”1999 წლიდან კიევის ოლქის გერბზე ,,იური ზმეიბორეცია’’ გამოსახული, რომელიც კოპირებს წმინდა გიორგის გამოსახულებას მოსკოვის რეგიონისა და მოსკოვის გერბზე. მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ტერორისტებთან. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, სიმბოლიზმის შეცვლის საკითხი დადგა“, - განაცხადა კრავჩენკომ.
მისი თქმით, წმინდა გიორგის ნაცვლად კიევის გერბზე ანგელოზის გამოსახულება დაიტანება.
"დარწმუნებული ვარ, მალე კიევის რეგიონს ექნება თავისი უნიკალური სიმბოლიკა - ახალი გერბი და დროშა, რომლითაც ჩვენ გამარჯვებას ავღნიშნავთ!" - წერს ოფიციალური პირი.
მანამდე მჟკ-მ იუწყა, რომ ზელენსკიმ 7 იანვარს შობის გაუქმების კანონს მოაწერა ხელი.