ოსტაპენკო: ბალანსზე მივიღებთ მღვიმელი ბერების წმინდა ნეშტებს
ნაკრძალის ხელმძღვანელი მაქსიმ ოსტაპენკო წმინდანთა ნეშტებს „გამოქვაბულებში შენახულ რელიქვიებად“ მიიჩნევს.
კიევ-პეჩერის ლავრის ნაკრძალის ხელმძღვანელმა Ukrinform-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ელის, რომ „ბალანსზე მიიღებს“ მღვიმელი ბერების ნეშტებს და „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებs“ ქვედა ლავრაში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი დრო დასჭირდებოდა ლავრის ყველა შენობის რელიკვიებთან ერთად ,,ბალანსზე მიღებას’’, ოსტაპენკომ უპასუხა, რომ „მოხარული ვიქნები, თუ ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება“.
„ვგულისხმობ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სიწმინდეების გადაცემას. ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებულია, მაგრამ მაინც უძრავი ქონების კომპლექსის გადაცემა ერთი საკიტხია, მეორე კი გამოქვაბულებში შენახული რელიქვიები“, - განაცხადა ოსტაპენკომ.
მისი თქმით, „ინფორმაცია, რომ რაღაც გაიყიდა, რაღაც მოიპარეს, არ უწყობს ხელს საზოგადოებრივ სიმშვიდეს. ყველაფერი უნდა შემოწმდეს, სახელმწიფომ უნდა აღადგინოს კონტროლი ძეგლებზე, რათა თავიდან ავიცილოთ სპეკულაციები და ჭორები“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ოსტაპენკოს თქმით, ლავრის აღება ეროვნული გვარდიის დახმარებით იყო საჭირო.