ერდოღანმა განაცხადა, რომ აია სოფიას დაუბრუნდა თავდაპირველი იდენტურობა
თურქეთის მეთაური აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას განიხილავს როგორც ტაძრის თავდაპირველი არსის აღსადგენას
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მეჩეთის სტატუსი გამოხატავს აია სოფიას თავდაპირველ არსს, - ამბობს ბერძნული რესურსი "რომფეია".
ერდოღანის თქმით, აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილება "აღნიშნავს ახალ ეპოქას მსოფლიო პოლიტიკაში".
”86 წლის სევდის შემდეგ, ჩვენ ვიგრძენით ბედნიერება აია სოფიას პირვანდელი არსის დაბრუნებით.” - თქვა თურქეთის ლიდერმა. მან ასევე გამოხატა სიხარული ჭორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთების გამო.
ერდოღანს მიაჩნია, რომ აია სოფიასა და ჭორას მონასტრის შესახებ გადაწყვეტილებები გაწონასწორებულია სუმელას მონასტრის გახსნით.
”აია სოფიას შემდეგ, სუმელას მონასტრის გახსნამ, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყველას, მეგობრებსა და მტრებს აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების პრობლემა არ არის”, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
მჟკ–ს ცნობით, ელადის ეკლესიის წინამძღვარმა თქვა, რომ პანამაია სუმელას მონასტერი თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური თამაშების ობიექტი გახდა.