ფანარმა უარყო ინფორმაცია ლავრაზე მოლაპარაკებების შესახებ
ფანარის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ცნობები კიევ-პეჩერის ლავრაზე ზელენსკის და ბართლომეს შორის მოლაპარაკებების შესახებ "არ შეესაბამება რეალობას".
ფანარი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინის ხელისუფლებასთან კიევ-პეჩერის ლავრის კონტროლის თაობაზე, განუცხადა ,,რია ნოვოსტის'' კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაოს პაპაქრისტუმ.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა.
ამასთან, კითხვაზე, თუ როგორ კომენტარს აკეთებს ფანარი ლავრის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, პრესსამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
„საპატრიარქოს ამაზე კომენტარი არასდროს გაუკეთებია. ზოგჯერ პატრიარქი ზოგადად უკრაინის პრობლემაზე საუბრობს“, - განაცხადა პაპახრისტუმ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბერძნული მედიის ცნობით, ზელენსკი აპირებდა ბართლომესთან განეხილა კიევის ლავრის ფანარისთვის გადაცემა.