რმე-მ მოუწოდა პრიგოჟინს არ ჩაიდინოს ღალატი და გადატრიალების ცოდვა
მოსკოვის საპატრიარქოს სამხედრო განყოფილებამ პრიგოჟინს შეჩერებისკენ მოუწოდა.
2023 წლის 24 ივნისს, როდესაც ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიამ მოსკოვზე შეტევა დაიწყო, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეთაურს ე.პრიგოჟინს შეჩერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის სინოდალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტავროპოლის მიტროპოლიტმა კირილმა დეპარტამენტის ტელეგრამ-არხზე განაცხადა.
მან პრიგოჟინს შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კაპელანები "პირველი დღიდან" უკრაინის ტერიტორიაზე ვაგნერელებთან იყვნენ. „ამიტომ, მე მაქვს სრული უფლება, სამხედრო სამღვდელოების სახელით და ჩემი სახელით, ვთქვა: შეჩერდი! - განაცხადა მიტროპოლიტმა.
პრიგოჟინს მიმართა, რომ ბევრი ცოდვა ეპატიება ადამიანს, მაგრამ ღალატის, გაცემის და გადატრიალების ცოდვები "ზოგჯერ არ ეპატიება".
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა ,,დაფიქრებისკენ’’ მოუწოდა მათ, ვინც ძმების წინააღმდეგ იარაღი აღმართეს.