კრასილოვში მეუ-ს აქტივისტები სამხედროების დახმარებით ცდილობენ უმე-ს ტაძრის მიტაცებას.
დაახლოებით 20 აქტივისტი და 6 სამხედრო შეეცადა გაეჭრა გვერდითა კარები და მიეტაცებინა ტაძარი.
2023 წლის 23 ივნისს დაახლოებით 21 საათზე კრასილოვში მეუ-ს აქტივისტებმა ხელისუფლებისა და სამხედროების დახმარებით ცდილობენ უმე-ს აღდგომის ტაძრის დაკავებას. ამის შესახებ მჟკ-ს უყვება წინამძღოლი, დეკანოზი ვიტალი დუნეცი.
სასულიერო პირის სიტყვებით, დაახლოებით 20 აქტივისტი და 6 ავტომატიანი სამხედრო, კრასილოვის სამხედრო კომისარის ვასილი ტკაჩუკის მეთაურობით, პოლიციის ხელშეწყობით ხვდება ტაძრის ტერიტორიაზე და ცდილობს რკინის საჭრელით ტაძრის გვერდითა კარების გაჭრას.
„დამიეკა მრევლმა და მითხრა, რომ სამხედროები ტაძართან მოგროვდნენ. მათ სწრაფად მოახდინეს ორგანიზება და ეკლესიისკენ გაიქცნენ. თუმცა, მათ უმრავლესობას ტერიტორიაზე პოლიცია არ უშვებს“, - განახცადა მღვდელმა.
მისი სიტყვებით, კარი გაჭრა ხმელნიცკის კომუნალური საწარმოს „ელექტროტრანსის“ დირექტორმა სერგეი ბობუხმა. მას ეხმარებოდა კრასილოვის საგადასახადო სამსახურის უფროსი ალექსი შიშინი, დეპუტატები ოლგა ტიმჩენკო, ზელენიუკი, პროდოუსი და სხვები.
„ეს ყველა სიმჩიშინის (ხმელნიცკის მერი - რედ.) გუნდია. მან განაცხადა, რომ ტაძარში ამ ადამიანებიდან არავინ დადიოდა და თემის წევრებს არ წარმოადგენდნენ.
წინამძღოლის სიტყვებით, რეიდერების პირველი შტურმი არ შედგა. ტაძრის მრევლი აკონტროლებს ეკლესიაში შესასვლელებს. თუმცა, რეიდერები ჯერ კიდევ არიან ტაძრის ტერიტორიაზე და არ ტოვებენ მცდლობებს დაიკავონ სიწმინდე.
განსაკუთრებით გააღიზიანა ის სამხედროების ყოფნამ.
„განა სამხედროები აქაა საჭირო? ვისთვის მოვიდნენ ისინი? ჩემი ძმა დაჭრილია და წევს სამხედრო ჰოსპიტალში. იბრძვის ჩემი დედაოს ძმა. ჩვენი მრევლის ბევრ ოჯახში მამები და ქმრები ფრონტზე არიან. ქალები აქ თავიანთ ეკლესიას იცავენ, ხოლო სამხედროები სანგრებში - ჩვენს ქვეყანას“.
ადრე მჟკ წერდა, რომ 2023 წლის 10 აპრილს კრასილოვში ბრბომ ტაძრის მიღმა ხმა მისცა მის მეუ-ში გადასვლას.