დუმენკო ირწმუნება, რომ არ დაარღვევს ტომოსის პირობებს
ეპიფანეს სიტყვებით, ყველა ეკლესიიდან, ვისაც ფანარიონმა ტომოსი გადასცა, მეუ იყო „ყველაზე თანმიმდევრული თავისი ვალდებულებების შესრულებაში“.
მეუ-ს მეთაურმა სერგეი დუმენკომ Orthodox Times- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ დაარღვევს ტომოსში დაწერილ პირობებს.
მან ახსენა რაღაც სტატია, „რომელიც ცრუდ და უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში თითქოს ტომოსს და წესდებას არღვევდეს, უგულებელჰყოფდეს მსოფლიო პატრიარქის კანონიკურ უფლებებს, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის“.
დუმენკოს სიტყვებით, „ფაქტები ამტკიცებენ, რომ ეკლესიებს შორის, რომლებიც ბოლო ათწლეულებში რთული კანონიკური საკითხების გადასაწყვეტად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართავდნენ, მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში ყველაზე თანმიმდევრული იყო თავისი ვალდებულებების შესრულებაში“.
ის ამტკიცებდა, რომ მეუ-ს „არასდროს არ გადაუმეტებია იმისთვის, რაც ტომოსით, წესდებით და ავტოკეფალური ეკლესიის უფლებებით არის გათვალისწინებული“. მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, დუმენკომ „მოსკოველი თანამოსაგრეები“ უწოდა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ დუმენკომ ქრისტეს სიტყვებს ანდაზა უწოდა.