აშშ-ს კათოლიკურ ტაძარში „სიამაყის მესა“ ჩატარდა
ლგბტ-მესა ჩატარდა იმ ტაძარში, სადაც ჯო ბაიდენი დადის.
2023 წლის 15 ივნისს ვაშინგტონის წმინდა სამების კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა „სიამაყის მესა“, რომელიც ლგბტ წევრებისთვის ლოცვას მიეძღვნა, - იუწყება გამომცემლობა CNA.
ამ ტაძარს მაღალი სტატუსი გააჩნია, ვინაიდან იქ მსახურებებზე სახელმწიფოს პირველი პირები დადიან. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ 11 ივნისს მესას ჯონ ბაიდენი და ნენსი პელოსი ესწრებოდნენ.
სამრევლოს მღვდლის კევინ გილესლის განცხადების თანახმად, მესა „ჩვენი სამრევლოს მისიის გამოხატვა იყო - ერთმანეთს მხარში დავუდგეთ ქრისტეში, ღვთის სიყვარული ვიზეიმოთ და ცხოვრება გადავასხვაფეროთ“.
„ჰომომესას“ 250-მდე ადამიანი დაესწრო. მათ ხელში ლგბტ დროშები ეჭირათ, რომლებიც ეკლესიის შიგნით მაგიდიდან აიღეს. პროგრამებში, რომლებსაც ვოლონტიორები არიგებდნენ, აგრეთვე დროშის გამოსახულებები იყო, „რომელიც ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერული „სიამაყის“ სიმბოლოს წარმოადგენს“.
ღონისძიების დროს ეკლესიასთან ღამისთევის ლოცვისთვის 20-კაციანი ჯგუფი შეიკრიბა და ისინი „ლგბტ მესის“ წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდენენ. მათ შორის იყვნენ კათოლიკური ჯგუფების „ამერიკის ტრადიცია, ოჯახი და საკუთრება“ და „ამერიკა ფატიმეს საჭიროებს“ წევრები.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის იერარქებმა აშშ-ს ტაძარში ლგბტ-ს დროშების ქვეშ ლიტურგია ჩაატარეს.