ჩინეთში გადახდა შესაძლებელი გახდება ანაბეჭდის სკანირებით
შენაძენის საფასურის გადასახდელად, სკანერი უბრალოდ დისტანციურად კითხულობს პირის ხელის ანაბეჭდებს.
ჩინეთმა დანერგა WeChat Palm Payment Method, რომლითაც სისტემა ასკანირებს ადამიანის ხელის ანაბეჭდებს, ამოიცნობს მას და ჩამოაჭრის საჭირო თანხას მისი ანგარიშიდან, იუწყება marketingtochina.
ეს სისტემა 2023 წლის მაისის ბოლოს დაინერგა. ის იყენებს ხელის ანაბეჭდის და ვენების ამოცნობის ტექნოლოგიებს მომხმარებლების ავთენტიფიკაციისთვის და უნაღდო ტრანზაქციების გასააქტიურებლად.
წავიდა ის დრო, როცა საფულეების ტარება ან პაროლების შეყვანა გიწევდათ - WeChat-მა შეცვალა გადახდის მეთოდი თქვენი ხელის უბრალოდ სკანირებით.
WeChat აცხადებს, რომ მათი სისტემის უპირატესობა საიმედოობაში მდგომარეობს, ისევე როგორც ჰიგიენურობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს, რადგან არ არსებობს ფიზიკური კონტაქტი გადახდის დამუშავების ან ავტორიზაციის პროცესში.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ხელის მტევანში დამონტაჟებული ჩიპის მფლობელმა აჩვენა როგორ იყენებდა მას.