ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა ლუკა ყირიმელის ხსენების დღეს
1946 წლიდან 1961 წლამდე მეუფე ლუკა იყო ყირიმის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, გარდაიცვალა 1961 წლის 11 ივნისს.
წმინდა ლუკა ყირიმელის (ვოინო-იასენეცკი; +1961), აღმსარებლის, სიმფეროპოლის მთავარეპისკოპოსის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 2023 წლის 11 ივნისს აღნიშნავს.
1921 წელს, სამოქალაქო ომის მწვერვალზე, სამონასტრო აღთქმის დადების შემდეგ, ლუკა ვოინო-იასენეცკი საავადმყოფოს დერეფანში გამოჩნდა... ანაფორაში და გულზე ჯვრით!
„კასოს ტარება იმ დროს, როცა ადამიანებს კითხვარში ბაბუა-მღვდლის ხსენების ეშინოდათ, როცა სახლების კედლებზე პლაკატები ეკიდათ: „მღვდელი, მიწის მესაკუთრე და თეთრი გენერალი საბჭოთა ხელისუფლების ყველაზე უარესი მტრები არიან“. ან გიჟი იყავი ან უსაზღვროდ მამაცი ადამიანი. ვოინო-იასენეცკი არ იყო გიჟი...“ იხსენებს მასთან მომუშავე მედდა.
ერთხელ, ხელისუფლების ბრძანების საპასუხოდ, რომ ხატი საოპერაციო ოთახიდან გაეტანათ, მთავარმა ექიმმა ლუკა ვოინო-იასენეცკიმ დატოვა საავადმყოფო და თქვა, რომ ის დაბრუნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხატი თავის ადგილზე ჩამოკიდებული იქნება. რა თქმა უნდა, მას უარი უთხრეს.
მაგრამ მალევე, პარტიის უფროსის ავადმყოფი ცოლი საავადმყოფოში მიიყვანეს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მან თქვა, რომ მხოლოდ ვოინო-იასენეცკის ენდობოდა. ადგილობრივ ხელმძღვანელებს დათმობაზე წასვლა მოუწიათ: ეპისკოპოსი ლუკა დაბრუნდა, ხოლო ჩამოხსნილი ხატი ოპერაციის შემდეგ მეორე დღეს დაბრუნდა კედელზე.
1946 წლიდან 1961 წლამდე მეუფე ლუკა იყო ყირიმის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი. იგი გარდაიცვალა 1961 წლის 11 ივნისს, ყველა წმინდანის დღეს. მაგრამ მწყემსი არ ტოვებდა თავის ფარას. მისი ლოცვით მრავალი სასწაულებრივი განკურნება აღესრულებოდა. 1996 წელს ამოაბრძანეს მთავარეპისკოპოსის ლუკას ნეშტი, რომელიც ამჟამად სიმფეროპოლის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ადრე მჟკ წერდა, წმინდა ლუკა: ექიმისა და პაციენტის მარადიული იდეალის შესახებ.