კახოვკას კაშხლის აფეთქების გამო უმე-ს შვიდი ტაძარი დაიტბორა

08 June 2023 11:49
1266
,,კასპეროვსკაიას'' სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი ხერსონში. ფოტო: news.church.ua ,,კასპეროვსკაიას'' სახელობის ღვთისმშობლის ტაძარი ხერსონში. ფოტო: news.church.ua

უმე-ში გვესაუბრეს ხერსონის ეპარქიის ტაძრების შესახებ, რომლებიც დაზიანდნენ კახოვკის ჰეს-ის დანგრევით გამოწვეული წყალდიდობისგან.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დამბის აფეთქების შედეგად დაიტბორა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხერსონის ეპარქიის შვიდი ტაძარი, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

მისი მონაცემებით, უბედურების ზონაში აღმოჩნდნენ კასპერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობისა და ხერსონში წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრები, ქალაქ ოლეშკიში წმინდა, მოციქულთასწორ ნინოს სახელობის ტაძარი, სოფელ სადოვოეში ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სოფელ პრავიე საგიში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის „უწვი მაყვლოვანის“ სახელობის ტაძარი და ხერსონის რაიონის სოფელ პეშჩანოვკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კორსუნის ხატის სახელობის ტაძარი, ასევე ანდრია მოციქულის ტაძარი სკადოვსკის რაიონის სოფელ კარდაშინკში.

მიმდინარე მოვლენების დეტალებს გვატყობინებს „კასპეროვსკაიას“ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საიტი, რომელიც მდებარეობს კორაბელის ხერსონის რაიონში: „ჩვენ ვიმყოფებით კუნძულზე, რომელიც ყველა მხრიდან წყლითაა შემოსაზღვრული - ამჟამად მიკრორაიონი სრულიად არის დატბორილი მუდმივად მომდინარე წყლის 1,5-2 მეტრით. ტაძარი დატბორილია - ეკლესიის შიგნით წყალია, რომელიც ანგრევს, როგორც თავად ტაძრის შენობას, ასევე ეკლესიის ინვენტარსაც, ავეჯსაც და ხატებსაც. ასევე დაზარალდა ეკლესიის ფურნეც, რომელშიც ცხვებოდა საქველმოქმედი პური და მზადდებოდა სადილი დაზარალებული ხერსონელებისთვის - ამჟამად ფურნეც და მისი ნედლეულიც დატბორილია“.

მორწმუნეები ითხოვენ ტაძრის მღვდელმსახურებისა და მათი ოჯახების, მრევლისა და დატბორილი რეგიონის ყველა მაცხოვრებლის დახმარებას.

როგორც გვატყობინებს მჟკ, უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის ლოცვა-კურთხევით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აგროვებს შემოწირულობებს ხერსონის ოლქის მაცხოვრებელთა დახმარებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კახოვკას ჰეს-ის დამბის დანგრევისგან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ