მსოფლიოში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა თავს მიაკუთვნებს ლგბტ-ს, - გამოკითხვა
30 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა გეი ახალგაზრდების მკვეთრი ზრდა.
Z თაობის 19%, ანუ 1997 წლის შემდეგ დაბადებულები, თავს ლგბტებ-ედ ასახელებენ. ეს არის Ipsos-ის კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა სხვადასხვა კონტინენტის 30 ქვეყანაში.
ზოგადად, ყველა თაობას შორის, 2023 წლის დასაწყისში, გამოკითხული ქვეყნების მოსახლეობის 9% თავს ლგბტ-ედ მიიჩნევს.
ბრაზილია პირველ ადგილზეა ლგბტ ორიენტაციის მქონე ადამიანების 15%-ით, შემდეგ მოდის ესპანეთი (14%) და შვეიცარია (13%). მართლმადიდებლურ რუმინეთში მოსახლეობის 9% თავს ლგბტ-ედ აღიარებს, უნგრეთში – 7%, თურქეთში – 8%.
ასევე მითითებულია, რომ 20 ქვეყანაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, მათი მხარდაჭერა 49-დან 80%-მდე მერყეობს. გამოკითხულთა ორი მესამედი თვლის, რომ „ერთსქესიან წყვილებს ისეთივე შანსი აქვთ, როგორც სხვა მშობლებს წარმატებით აღზარდონ შვილები, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები, იშვილონ ბავშვები, როგორც საპირისპირო სქესის წყვილებს“.
გამოკითხულთა 67% თვლის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ამჟამად დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, 60% მომხრეა ტრანსგენდერი მოზარდებისთვის სქესის შეცვლაზე მშობლების თანხმობით.
გამოკითხვა ჩატარდა 30 ქვეყანაში Global Advisor ონლაინ პლატფორმის მეშვეობით 2023 წლის 17 თებერვლიდან 3 მარტამდე. ამ გამოკითხვისთვის Ipsos-მა გამოკითხა 18-დან 74 წლამდე ასაკის 22514 ზრდასრული.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ამერიკელი თავს ლგბტ-ედ ასახელებს.