ლავრაში პროვოკაციის ორგანიზატორი ბრალდებულია საგზაო შემთხვევის მოწყობაში

23 May 2023 21:15
3214
იარინა არიევა ღვთისმგმობ ღონისძიებაში ღებულობს მონაწილეობას. ფოტო: СПЖ იარინა არიევა ღვთისმგმობ ღონისძიებაში ღებულობს მონაწილეობას. ფოტო: СПЖ

კიევის საკრებულოს დეპუტატს და „ევროსოლიდარობის“ სახალხო დეპუტატის ქალიშვილს იარინას ბრალად ედება ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ქვეითად მოსიარულეზე ავტომობილით შეჯახება.

ლავრასთან მიტინგების ერთ-ერთ ორგანიზატორს, იარინა არიევას, კიევის საკრებულოს დეპუტატს ,,ევროსოლიდარობიდან’’ და სახალხო დეპუტატის ქალიშვილს, ბრალად ედება ნასვამ მდგომარეობაში ქვეითად მოსიარულეზე ავტომობილით შეჯახება. ამის შესახებ Ukrayinska Pravda კიევის საქალაქო პროკურატურასა და სამართალდამცავი უწყებებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

შემთხვევა 2022 წლის 22 ნოემბერს მოხდა, თუმცა ნარკოლოგიური ექსპერტიზის მონაცემები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რესურსის მიხედვით, არიევა გადასასვლელზე შეეჯახა ქალს, რის შედეგადაც მან მიიღო მძიმე დაზიანებები: ყბის ძვლის მოტეხილობები, კბილების დაზინება, კიდურების მოტეხილობა, დახურული კრანიოცერებრალური დაზიანება და სხვა.

იარინა არიევა არაერთხელ ნახეს ლავრასთან გამართულ მიტინგებზე. იგი მართავდა სოციალური მედიის ჯგუფებს, სადაც აქტივისტები კოორდინაციას უწევდნენ მათ საქმიანობას უმე-ის წინააღმდეგ. ასევე, მისი დახმარებით, ლავრის მოპირდაპირედ მდებარე ,,ევროსოლიდარობის’’ ოფისი გახდა აქტივისტების არაოფიციალური შტაბი, სადაც ისინი ინახავდნენ აქციისთვის საჭირო აღჭურვილობას, ისვენებდნენ.

2023 წლის 18 მაისს არიევამ მონაწილეობა მიიღო მკრეხელურ რიტუალში "უმე-მს-ის პანაშვიდი".

თავად არიევამ ფეისბუქზე უმე დაადანაშაულა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები: ”ბოლო ორი თვის განმავლობაში მე აქტიურად ვმონაწილეობდი უმე-ის წინააღმდეგ გამოსვლებში ლავრასთან. მოსკოვის საპატრიარქოს იერარქებს ძალოვან სტრუქტურებზე დიდი გავლენა აქვთ და ეს აშკარად დაგეგმილი დისკრედიტაციაა“.

მანამდე მჟკ-მ წარმოადგინა მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ლავრასთან აქციებს კოორდინაციას უწევენ პოროშენკოს პარტიის თანამშრომლები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ