გფრ-ში ბუნდესტაგის დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდა, რომ უკრაინაში უმე-ს დევნა გამოიძიოს
უმე-ს დევნა არ შეესაბამება კიევის მცდელობას შევიდეს ევროკავშირში, განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა.
გფრ-ში ბუნდესტაგის დეპუტატმა პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჰარალდ ვაიელმა deutschlandkurier.de-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა გამოიძიოს უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებები უმე-ს წინააღმდეგ.
„მე ვითხოვ, რომ ევროპის საბჭომ აღნიშნული მოვლენების განვითარებაზე დაკვირვება დაიწყოს“, - თქვა მან.
დეპუტატმა ჩამოთვალა ეკლესიების ნგრევის და სიწმინდეთა შებილწვის მისთვის ნაცნობი შემთხვევები, ღვთისმსახურების ჩატარების ჩაშლის მცდელობები და დაამატა, რომ ეს ქმედებები, მისი აზრით, არ შეესაბამება კიევის მცდელობას, რომ შევიდეს ევროკავშირში.
„უკრაინის სახელმწიფო, ეტყობა, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის“, - დაამატა ვაიელმა და გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტმა ლავრას დაუჭირა მხარი.