ლავრაში მეუ-ს აგიტაციისთვის „მაგი ველიარი“ მოვიდა
პროვოკატორთა ჯგუფი „მაგ ველიარის“ მეთაურობით ეპაფანე დუმენკოს აგიტაციისთვის კიევ-პეჩერის ლავრაში მოვიდა.
2023 წლის 28 აპრილს ქვედა ლავრაში პროვოკატორთა ჯგუფი „5 არხის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად შემოვიდა. ჯგუფს მეთაურობდა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს „მაგ ველიარს“ უწოდებდა, აგრეთვე „მაგიური წიგნებისა და რუკების ავტორს, დემონოლოგს, ტანტრისტს“.
„ჩვენ გვსურს, რომ აქ (ლავრაში - რედ.) იყოს მიტროპოლიტ ეპიფანეს კანონიკური უკრაინული ეკლესია, - განაცხადა „მაგმა“. - თქვენ კი არაკანონიკური ეკლესია ხართ“. ამის შემდეგ ამ ადამიანმა, მსგავსად მღვდლისა, მორწმუნეებისთვის „ჯვრის გადასახვა“ დაიწყო.
სხვა პროვოკატორები შორეულ გამოქვაბულებთან მივიდნენ პლაკატებით ხელში: „აქ წმინდა ნაწილებით ვაჭრობენ“, „წმინდა ნაწილები - ეკლესიის მიერ ფულის კეთების ერთ-ერთი მძლავრი მეთოდია“, „სანამ თქვენ დუმხართ - წმინდა ნაწილები ქრება“. ერთ-ერთი აღშფოთებული აქტივისტის ტანსაცმელს კი ამშვენებდა წარწერა «OHUENO».
მანამდე მჟკ წერდა, რომ ლავრასთან მეუ-ს „მღვდელმა“ ბერებს „არაკაცები“ და „ნაძირალა მოსკალები“ უწოდა.