აქ მოვედი, რომ მოვკვდე!, - კიევ-პეჩერის ლავრის არქიმანდრიტი
არქიმანდრიტმა პოლიკარპემ თქვა, რომ არ აპირებს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას, „ერთადერთი, თუ ძალით გამიყვანენ“.
კიევ-პეჩერის ლავრის ბინადარმა, არქიმანდრიტმა პოლიკარპემ (ლინენკო) განაცხადა, რომ მოვიდა მონასტერში იმისთვის, რომ მოკვდეს.
არხთან «Вот Так Now» ინტერვიუში მღვდელმა თქვა, რომ ლავრიდან მისთვის ძვირფასი ნივთები გამოიტანა, მაგრამ თვითონ მონასტრის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, „ერთადერთი, თუ ძალით გამიყვანენ“.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ლოცვა ლავრაში უკანასკნელი, არქიმანდრიტმა უპასუხა: „თითქოს ცოცხალი ვარ, ამიტომ ეს არ უნდა იყოს უკანასკნელი ლოცვა“.
მან აგრეთვე თქვა, რომ ლავრაში დღეს ეკლესიის წესის შესაბამისად ლოცულობდნენ და არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა.
„ესე იგი თქვენ გამოსვლას არ გეგმავთ?“, - ჰკითხა ჟურნალისტმა. „მე აქ მოვედი, რომ მოვკვდე!“, - უპასუხა არქიმანდრიტმა პოლიკარპემ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ში დანიშნეს ლავრის „ნაცვალის მოვალეობის შემსრულებელი“.