დესიატინის ეკლესიის ნგრევას საზოგადოების გაყოფისთვის იყენებენ, - ექსპერტი
რუსლან ბორტნიკმა აღნიშნა, რომ დესიატინის ეკლესიის ნგრევის საკითხის განხილვა ომის შემადეგ უნდა მომხდარიყო.
დესიატინის ეკლესიის ნგრევის გადაწყვეტილებას გამოიყენებენ უკრაინის საზოგადოებაში შიდა განხეთქილებისა და უკმაყოფილების შესაქმნელად. ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა რუსლან ბორტნიკმა მჟკ-სთან განაცხადა.
მისი სიტყვებით, სამართლებრივი თვალსაზრისით სასამართლოს უფლება ჰქონდა გამოეტანა შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, თუმცა მსგავსი საკითხები ომის დროს არ უნდა განიხილებოდეს.
„იურიდიული თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების რეალიზება, შესრულება შესაძლებელია. მაგრამ თუ გადავხედავთ სიტუაციას საზოგადოებაში, მგონია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნისთვის რელიგიის საკითხი აშკარად არ არის პირველხარისხოვანი, - თქვა ბორტნიკმა. - სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ რუსული პროპაგანდის მიერ იქნება გამოყენებული, გამოყენებული იქნება უკრაინის საზოგადოებაში შიდა განხეთქილებისა და უკმაყოფილების შესაქმნელად“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სასამართლომ მიიღო დესიატინის ეკლესიის ნგრევის გადაწყვეტილება.