მეუ-მ კარპატებთან უმე-ს უგორნიცკის მონასტერი დაიკავა
წმინდა მიქაელის უმე-ს უგორნიცკის მონასტერში მეუ-ს ბოგოროდჩანსკის „ეპისკოპოსმა“ თეოგნოსტოს ბოგორიაკმა „ღვთისმსახურება“ ჩაატარა.
2023 წლის 10 თებერვალს უმე-ს წმინდა მიქაელის უგორნიცკის მონასტერში, რომელიც მდებარეობს ივანო-ფრანკოვსკის ოლქის კოლიმიისკის რაიონის სოფელ ბაბიანკაში მეუ-ს ბოგოროდჩანსკის „ეპისკოპოსმა“ თეოგნოსტოს ბოგორიაკმა „ღვთისმსახურება“ ჩაატარა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება. მეუ-ს მონასტრის „ბერები“ მას ასისტენტენტობას უწევდნენ.
როგორც მჟკ-ს წყაროები იტყობინებიან, უმეს-ს წმინდა მიქაელის მონასტერი თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. რფ-ის შემოჭრისთანავე, საძმო არჩევანის წინაშე დააყენეს - ისინი ან მეუ-ში უნდა გადასულიყვნენ, ან დაეტოვებინათ სავანე. ბერები წავიდნენ. ერთი პერიოდი მონასტრის ნაგებობებში ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ახლა სიწმინდე მეუ-ს წარმომადგენლების მიერ არის დაკავებული.
წმინდა მიქაელის უგორნიცკის მონასტერი XVII საუკუნეში იყო დაარსებული. მისი ისტორიის ნაწილი დაკავშირებულია უნიატობის პერიოდთან.
.
უმე-ს სინოდის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (ჟურნალი №10), მონასტრის მოღვაწეობა აღდგენილი იყო.
სავანისგან სულ რაღაც 3 კილომეტრში, სოფელ უგორნიკში განლაგებულია მეუ-ს ფერიცვალების მონასტერი, რომელსაც აგრეთვე უგორნიცკის უწოდებენ.
მანამდე მჟკ წერდა, რომ 2022 წლის მარტში ივანო-ფრანკოვსკის ოლქის უმე-ს დუკონსკის მონასტრის წინამძღვარი და ბერები სავანიდან გააძევეს.