კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ უმე-ის ზემო ლავრის დაბრუნების თაობაზე სხდომა ჩაატარა
უმე-მა სარჩელი შეიტანა მიძინების საკათედრო ტაძრისა და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესიის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.
2023 წლის 7 თებერვალს კიევის ეკონომიკურმა სასამართლომ გამართა პირველი მოსმენა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელზე მუზეუმის, კიევ-პეჩერის ლავრის ზედა ნაწილის, ეკლესიების იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. საუბარია ტერიტორიაზე არსებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარზე - მიძინების ტაძარზე და სატრაპეზო ეკლესიაზე. სარჩელი ,,უკრაინის სასამართლო ძალაუფლების პორტალზე’’ დაყრდნობით, 2023 წლის 5 იანვარს დარეგისტრირდა.
სასამართლოში მოპასუხეა კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალი, ხოლო მოსარჩელეა უმე-ის კიევ-პეჩერის წმინდა მიძინების ლავრა (მამათა მონასტერი). სასამართლოში სარჩელის შეტანა მიზნად ისახავს საკუთრებით სარგებლობის განხორციელებაში დაბრკოლებების მოხსნას.
სასამართლომ სხდომა 21 თებერვალს 14:00 საათზე გადადო. სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ადვოკატმა, უფლებადამცველმა და ორგანიზაცია „უკრაინის ქალთა ძალაუფლების“ ხელმძღვანელმა ვიქტორია კოხანოვსკაიამ თავის გვერდზე გადასცა.
როგორც მჟკ იტყობინება, 2023 წლის 6 იანვარს უმე-მ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ნაკრძალის ხელმძღვანელობის მიერ მიძინების ტაძრისა და სატრაპეზო ეკლესიის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა უმე-ის კიევ-პეჩერის ლავრისთვის უკანონოა, ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას და მარეგულირებელ დოკუმენტებს.