არესტოვიჩი: ეკლესიის დევნა ცუდად მთავრდება მდევნელებისთვის
პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმე-ის მრავალი მორწმუნე ფრონტზე იბრძვის და სიცოცხლეს წირავს უკრაინისთვის.
ეკლესიის დევნა ახლოს არის სატანიზმთან და ის ცუდად მთავრდება ხოლმე თავად მდევნელებისთვის, - თქვა ალექსეი არესტოვიჩმა, პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა. მისი განცხადების ვიდეო გამოაქვეყნა მოძრაობამ ,,მირიანე’’ თავის ტელეგრამ არხზე.
"უმე-ში 6 მილიონი ზრდასრული მორწმუნეა, ბევრი მათგანი ფრონტზე იბრძვის და უკრაინისთვის კვდება", - თქვა პოლიტიკოსმა. - დედები ცდილობენ შვილების დაკრძალვას, ეკლესიებში პანაშვიდის გადახდას, რაშიც მათ ზოგჯერ ხელს უშლიან. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც სატანიზმის მსგავსი ქმედებით არიან დაკავებულნი. იმიტომ რომ ეკლესიას ვერ დაამარცხებ. დამიჯერეთ: შეუძლებელია ეკლესიის დამარცხება“.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთმანეთიგან განასხვავოთ ეკლესიის „ფუნქციონერების“ ან მრევლის კანონიერი დევნის შემთხვევები, თუ რომელიმე მათგანი დამნაშავეა რაიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, და ეკლესიის დევნა.
„ხშირად ძნელია გარჩევა კონკრეტული შემთხვევის, სადაც, მაგალითად, სბუ მუშაობს ღალატზე და სადაც ეს არის წმინდა დევნა. აუცილებელია თითოეულ შემთხვევაში გარკვევა. თუმცაღა მე წინააღმდეგი ვარ ეკლესიის ნებისმიერი დევნის. მე მომხრე ვარ ადამიანების კანონით დევნის, განსაკუთრებით სამხედრო ვითარებაში, თუ ისინი ჩადიან დანაშაულს, ან, მით უმეტეს, ღალატს. მაგრამ ამყველაფერს უნდა დასაბუთება“, - დარწმუნებულია პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი.
„როგორც ასეთი შეუძლებელია ეკლესიის დევნა. ეს არის ცუდი საქმე, რომელიც ცუდად მთავრდება მათთვის, ვინც ამას აკეთებს და ვინც მათ ამხნევებს“, - ხაზგასმით აღნიშნა არესტოვიჩმა.
როგორც მჟკ იტყობინება, ალექსეი არესტოვიჩმა ადრე თქვა, რომ უმე-ის აკრძალვის ინიციატივები მხოლოდ რუსული დაზვერვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო.