„ევროსოლიდარობის“ დეპუტატმა ბერების ლავრიდან გაძევება და მეუ-სთვის გადაცემა მოითხოვა
ევროპული სოლიდარობის პარტიის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ მიმართა უკრაინის პრემიერ მინისტრს დენის შმიგალს წინადადებით, უმე-ს ჩამოერთვას კიევ-პეჩორისა და პოჩაევის ლავრას იჯარის უფლება. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
გონჩარენკოს თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მთელი თავისი უფლებამოსილების გამოყენებით უნდა გაწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულებები და ლავრა გადასცეს მეუ-ს.
„ეს არის ჩვენი ისტორიაა. ჩვენი ლავრაა. ჩვენი სალოცავები“, - განაცხადა დეპუტატმა.
„დადგა დრო, რომ ძალის გამოყენებით განვდევნოთ ვაჭრები და მძარცველები ღვთის სახლიდან. არა მარტო ლავრიდან, არამედ მთელი უკრაინიდან“, - დასძინა პარტია ,,ევროპის სოლიდარობის’’ უმე-ის წინააღმდეგ მებრძოლმა.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატი გონჩარენკო გამოიჭირეს სიცრუეში კროპივნიცკის უმე თემის შესახებ.