კონონოვკაში მღვდლებს და მორწმუნეებს ფანჯრიდან უწევდათ ზიარება

ცნობილი გახდა ჩერკასის რაიონის სოფელ კონონოვკაში მომხდარი ინციდენტის დეტალები, სადაც 2022 წლის 2 ივლისს შრამკოვოს ერთიანი ტერიტორიული საზოგადოების ხელმძღვანელმა დამხმარე ჯგუფთან ერთად ჩაშალა უმე-ის რელიგიური საზოგადოების ხარჯზე აშენებული წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობითი ტაძრის კურთხევა.

ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა იგორ ბასიუკმა მჟკ-ს განუცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფმა, ეტს-ის თავმჯდომარის ანატოლი კულიას ხელმძღვანელობით, გადაკეტა ტაძრის შესასვლელი. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება, მათ შორის რელიგიური“. მასთან ერთად მოსულმა ბრბომ კი არა მხოლოდ სადღესასწაულო მსახურების ჩაშლა, არამედ თანასოფლელების წინაშე სასულიერო პირების საჯარო ცილისწამებაც დაიწყო.

„აქტივისტებმა“ ცილისწამებით და უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს მღვდლები და მრევლი კოლაბორაციონიზმში.

კონონოვკაში ჩასული ჩერკასის ეპარქიის მეთაურის, მიტროპოლიტ თეოდოსის ჩერკასისა და კანევსკის არქიპასტორალური მიმართვის შემდეგაც კი, ღვთისმსახურების ჩაშლის მსურველი ხალხის აგრესია არ შეწყვეტილა. ისინი აგრძელებდნენ მღვდლების შეურაცხყოფას მრევლისა და მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, რომლებაც სულიერი ტრამვა მიიღეს ნანახისგან.

მიტროპოლიტ თეოდოსის უმცროსმა დიაკვანმა სერგიმ თავისი განცდები გადმოსცა. 13 წლის მოზარდმა დიდი სტრესი მიიღო, როცა დაინახა, რომ მამამისი, მღვდელი, იყო გამოკეტილი ტაძარში და გაბრაზებული ბრბო ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეჭრილიყო სასულიერო პირების ლინჩის წესით გასასამართლებლად.

სანამ "აქტივისტები" უმე-ის მორწმუნეებთან ქუცაში აგვარებდნენ საქმეს, დახურულ ტაძარში დარჩენილმა მღვდლებმა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედისადმი ლოცვა აღავლინეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს საღმრთო ლიტურგიის აღსრულება. მოწვეული სასულიერო პირებისა და მრევლის ტაძარში შესვლის შეუძლებლობის გამო, ისინი ზიარებას ფანჯრიდან იღებდნენ.

ლიტურგიკულ გალობას გამუდმებით წყვეტდა აღშფოთებული ბრბოს შეძახილები. „აქტივისტებმა“ ღიად განაცხადეს, რომ არ სურდათ ლოცვა და არ სჭირდებოდათ თაყვანისცემა, თან ყვიროდნენ სტერეოტიპულ ანტიეკლესიურ ლოზუნგებს.

„ქუჩაში მდგომმა მრევლმა ძლიერი ემოციური შოკი მიიღო, ხალხი ლოცულობდა და ტიროდა“, - თქვა მამა იგორ ბასიუკმა.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის საზოგადოება ღვთისმსახურების ჩამშლელების მონანიების იმედს არ კარგავს, რომ მალე კვლავ შეძლებენ სასულიერო პირებთან ერთობლივი ლოცვის სიხარულის გაზიარებას.

როგორც მჟკ იტყობინება, კნიაჟპოლში მეუ-ს წევრები, ხელისუფლების დახმარებით, ცდილობდნენ უმე-ის ტაძრის ხელში ჩაგდებას.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.