მეუ-ში გააყალბეს დოკუმენტები წმ.მიქაელის უმე-ს სამრევლოს წინამძღვრის სახლზე
2022 წლის 21 თებერვალს ბერეზნოს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეს დოკუმენტების გაყალბების შესახებ ახლად შექმნილი მეუს- თემის მიერ სახლზე, რომელშიც თავისი ოჯახით ცხოვრობს დეკანოზი სტეფანე კოროლჩუკი, წმინდა მიქაელის სამრევლოს წინამძღვარი ბერეზნოს რაიონის სოფელ პოლესკოეში.
სარჩელი სასამართლოში შეიტანა მამაომ, რადგანაც მას უკვე დიდი ხანია უპირებენ სახლიდან გაგდებას, რომელშიც უკვე ოც წელზე მეტია ცხოვრობს.
"ჩვენ ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის, შესაბამისად, კანონის ყველა გზებით ვეძებთ დაცვას,-ამბობს მამა სტეფანე კოროლჩუკი. -როდესაც მე რამდენიმე თვის წინ მივმართე სასამართლოს დამეხმარონ სახლის უფლებების დაცვაში, სასამართლოში მოვიდნენ ისინიც, ვინც ითხოვდა ჩემს გამოსახლებას, და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მოიტანეს გაყალბებული დოკუმენტები".
სამართალდამცველი რაისა პრიხოდკო ყვება, რომ სახლზე საკუთრების უფლების მოწმობის გაყალბება შეამჩნია მაშინათვე, რაზეც მიუთითა სასამართლოს.
"მეუ-ს თემმა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შესახებ საჩივრის საფუძველზე შეადგინა საკუთარი დუბლიკატი, რეგისტრატორმა შეცვალა და გადააფორმა საეკლესიო სახლი მეუ-ს თემად,- აღნიშნა სამართალდამცველმა. მაგრამ ეს მეუ-ს მხრიდან არის სუფთა ფალსიფიკაცია, დოკუმენტის ორიგინალი ოცი წლის მანძილზე აქვს სტეფანე კოროლჩუკს. როგორც დამამტკიცებელი საბუთი მან ეს წარადგინა სასამართლოში".
მეუ-ს თემის მიერ დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე უნდა დაწყებულიყო სასამართლოსწინა გამოძიება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, თუმცა სამართალდამცველებმა უგულვებელყვეს სასამართლო გადაწყვეტილება.
"და ჩვენ ისევ მივმართეთ უკრაინულ თემიდას. ამჯერად სასამართლომ დაადგინა შეიტანოს რეესტრში ინფორმაცია სახლის საკუთრების მოწმობის გაყალბების შესახებ და დაუყონებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება"- დაასკვნა რაისა პროხოდკომ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, როვენის საოლქო საბჭოს თავჯდომარე სერგეი კონდრაჩუკი ისევ ცდილობს წაართვას უმე-ს მორწმუნეებს წმინდა პოკროვის ეკლესია.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით
უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს
გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.