„ეგზარქოსი - მოიხსნას“: ალექსანდრიის პატრიარქმა რმე-ს წინამძღვარს მიწერა
2022 წლის 14 თებერვალს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ წერილით მიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილეს და მოითხოვა, რომ აფრიკაში რმე-ს ეგზარქატის მეთაური მოხსნას, იუწყება გამომცემლობა romalewfronimati.blogspot.com.
უწოდა რა პატრიარქ კირილეს „ქრისტესმიერი საყვარელი ძმა“ და „ჩვენი განზომილების თანამსახური“, ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ რმე-ის სინოდის გადაწყვეტილება აფრიკაში ეგზარქატის დაფუძნების შესახებ „სრულიად არაკანონიკურია და ორთოდოქსული ეკლესიოლოგიის ფარგლებს სცილდება“.
პატრიარქი თეოდორე დარწმუნებულია, რომ რმე-ს პოზიცია მეუ-ს, როგორც განხეთქილების ორგანიზაციისადმი მიმართებით, „არასერიუზულია“, ხოლო რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლებამოსილება განსაჯოს ისინი, ვინც მეუ აღიარა.
მან პატრიარქ კირილეს აგრეთვე აუწყა, რომ აქამდე „ლოცვითი და მეტყველი დუმილით“ ითმენდა, „ალექსანდრიის საპატრიარქოს ტერიტორიაზე კანონიკურად და ეკლესიოლოგურად გაუმართლებელი „ეგზარქატის“ შექმნას, მისი გაუქმების მოლოდინით“.
ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური კლინის ეპისკოპოს ლეონიდეს მიიჩნევს „აფრიკის „ეგზრქოსად“, რომელიც არასდროს არ ყოფილა“. თუმცა, „ბოროტება უკურნებელი რომ არ გახდეს“, მან პატრიარქ კირილეს, „ჩვენს საყვარელ მეგობარს“ მოუწოდა სასწრაფოდ გაიწვიოს „ეგრეთ წოდეწბული „ეგზარქოსი“ და გააუქმოს მისი დანიშვნა“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავსაჯოთ ის ყოვლადუსამღვდელოესობის მაღალი მსახურების უფლების ჩამორთმევით, როგორც ამას საღმრთო და წმინდა კანონები მოითხოვენ“, - დაემუქრა პატრიარქი თეოდორე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქომ რმე-ის კლირიკოსები საეკლესიო სასამართლოზე გამოიძახა.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.