რმე-ს ეპარქიები დონბასიდან ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს დონბასიდან ლტოლვილებს, თქვა ვლადიმერ ლეგოიდამ, საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, თავის Telegram არხზე.
„შახტის ეპარქია ორგანიხებას უკეთებს ლტოლვილთა კვებასა და განსახლებას. დონბასის ლტოლვილებისთვის შემოწირულობებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ხორციელდება ეკატერინოდარის, ვოლგოდონსკის, ვლადივოსტოკის ეპარქიებში. ორენბურგის მიტროპოლიტმა ვენიამინმა მიმართა ხალხს, ლტოლვილების მიმართ გამოიჩინონ მოწყალება, ძმური სიყვარული და მზრუნველობა, ასევე გააძლიერონ ლოცვა დონბასში მშვიდობისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდამ.
დონის - როსტოვის ეპარქიის სოციალური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შექმნილია ოპერატიული შტაბი, რომელიც თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შტაბთან. როსტოვის ოლქის ყველა დროებითი განსახლების ცენტრში მორიგეობენ მღვდლები და სულიერ დახმარებას უწევენ ხალხს. ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ორგანიზებულია საკვების, ტანსაცმლისა და აუცილებელი ნივთების შეგროვება. სასულიერო პირები სტუმრობენ დროებით განსახლების ცენტრებს, გადასცემენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
დახმარებას სთავაზობენ დონბასიდან ლტოლვილებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის საზღვარგარეთიდან. ამის შესახებ დონის - როსტოვის ეპარქიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელმა, მღვდელმა ევგენი ოსიაკმა განაცხადა.
„ისინი უკვე რეკავენ საზღვარგარეთიდან. დარეკეს გერმანიიდან, ავსტრიიდან, სხვა ქვეყნებიდან: ვის მივმართო, სად გავაგზავნო ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარება? - განაცხადა მამა ევგენიმ პირდაპირი ტრანსლაციის დროს, რომელიც ინსტაგრამზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების გვერდზე გაიმართა.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ დონის მეტროპოლიის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გადავიდა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.
მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა
მოგლეჯილი და გათელილი ჯვრები - ასე ვანდალურად მოექცნენ მეუ-ს წარმომადგენლები სამღვდელო შესამოსელს.
ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს
ბერი ნექტარი დროებით გაწერეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდება.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუსტის ეპარქიის მონასტრის წინამძღვარი
ეპარქიამ სამძიმარი გამოუცხადა შუამდგომლობის მონასტრის ძმებს.
ტრამპის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა უმე-ის დევნას
ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი უხელმძღვანელებენ აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს.
მუსლიმები აძევებენ ქრისტიანებს თავიანთი სახლებიდან სამხრეთ სუდანში
დევნილი ქრისტიანები, რომლებიც გაიქცნენ სამხედრო კონფლიქტიდან, ვერ პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს: ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ჩარევაზე, ხოლო ქრისტიანთა თხოვნა დახმარებაზე უპასუხოდ რჩება.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.