აფრიკის ეგზარქოსი: რმე-ში არ აღიარებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას

აფრიკაში რმე-ს საპატრიარქოს ეგზარხოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა განაცხადა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს სასამართლოს გადაწყვეტილება რმე-ს ორი მღვდელმსახურის მიმართ რმე-ში მიაჩნიათ უკანონოდ და არასოდეს არ აღიარებენ მას, იუწყება  interfax-religion.ru.

შეგახსენებთ, ეპისკოპოსი ანდრეი ნოვიკოვი და დეკანოზი გიორგი მაქსიმოვი გამოიძახეს ალექსანდრიის საპატრიარქოს საეკლესიო სასამართლოში აფრიკის ტერიტორიაზე არაკანონიკური მოღვაწეობის ბრალდებით.

"აბსოლუტურად არავითარი შედეგი ამას (საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილებას,-რედ.) არ ექნება. ეს არასამართლებრივი გადაწყვეტილებაა, რომელსაც რუსული მართლმადიდებლი ეკლესია არასდროს არ აღიარებს",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.

"გამოიძახონ ჩვენი კლირიკები სასამართლოში მათ უფლება არა აქვთ. ალექსანდრიის პატრიარქს შეუძლია მიმართოს თავის კლირიკებს, თავის სამწყსოს. თუ პატრიარქ თეოდორეს აქვს რაიმე შეკითხვები, მაშინ მან უშუალოდ უნდა მიმართოს მთელ რუსულ ეკლესიას, და არა ისე მოიქცეს, როგორც მიღებულია ზოგიერთ ვითომდა სერიოზულ ორგანიზაციებში, რომლებიც საუბრობენ, როგორც იტყვიან, ერთ პირში და ირგვლივ არავის მოსმენა არ სურთ.  ჩვენ ასეთი მანტრები გვესმის ახლა პოლიტიკურ პლატფორმაზეც, გვესმის კონსტანტინოპოლის პატრიარქისგანაც, და მას ეხმიანება, ბუნებრივია, ალექსანდრიის პატრიარქი",- დაუმატა რმე-ს ეგზარხოსმა და ურჩია ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურს ყურადღებით წაიკითხოს რმე-ს სინოდის განჩინება.

"თვითონ საეგზარხოსოს შექმნა არაორდინალურია. ვიტყვი ასე: ალექსანდრიის პატრიარქმა არ უნდა ეძებოს დამნაშავეები მღვდელებს შორის, რომლებიც ასრულებენ თავის სამწყემსო მოვალეობას იერარქიის ლოცვა-კურთხევით,  არამედ ყურადღებით უნდა წაიკითხოს რმე-ს სინოდის გადაწყვეტილება და სსუგ-ს ბოლო განცხადება, სადაც შავით თეთრზე დაწერილია, რომ რმე მოუწოდებს პატრიარქ თეოდორეს გადახედოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის საკითხზე და დაბრუნდეს კანონიკური მართლმადიდებლობის რელსებზე, ანუ არ შეიტანოს მასში განხეთქილება",- შეაჯამა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის საპატრიარქომ რმე-ს კლირიკები გამოიძახა საეკლესიო სასამართლოში.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.