პრობლემები ბერძნებთან კი არა, იმათთან არის, ვინც განხეთქილება აღიარა
რმე-ის საპატრიარქო ეგზარქოსმა აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტმა ლეონოდემ ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსეთის საექსპერტო სკოლას, სადაც დეტალურად და არგუმენტირებულად დაასაბუთა რმე-ის ქმედებების მნიშვნელობა აფრიკის კონტინენტის ტერიტორიაზე. კერძოდ, მან ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატა სიყვარული და მას ძმური უწოდა. ძირითადი უთანხმოებები, მეუფის აზრით, ეხება საეპისკოპოსოს და ალექსანდრიის, ელადისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების წინამძღვრების ქმედებებს.
უკრაინის განხეთქილების აღიარების მთავარი პრობლემის გარდა, ბერძენმა იერარქებმა ამ სიტუაციაში თავი გამოავლინეს არც ისე კარგი მხრიდან, აღნიშნა მან. მაგალითად, კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა რუსები ბერძენთა გენოციდში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წწ. ომის შედეგად ოსმანეთის იმპერიამ აღიარა ბერძნული მიწების დამოუკიდებლობა, რომლებზეც 1830 წელს საბერძნეთის სამეფო ჩამოყალიბდა.
მიტროპოლიტმა ლეონიდემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში საეგზარქოსოს კარზე დარჩა ბერძნული თემი, მუშაობას განაგრძობს ბერძნული საბავშვო ბაღი და სკოლა. ჩვენ მათთან შესაბამის დიალოგს ვაწარმოებთ, მაგრამ რასაც სჩადიან იერაქები, ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ, - დაასკვნა ეგზარქოსმა.
ყველა გაუგებრობის გასაფანტად, კლინის მიტროპოლიტმა მოუწოდა, რომ მისი ტელეგრამ-არხი წაიკითხონ, სადაც მუდმივად მოწოდებულია სამართლიანი ინფორმაცია აფრიკის კონტინენტზე სიტუაციის შესახებ, ფოტოებითა და ვიდეო-ფაქტებით.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, რმე აფრიკაში მონასტრების გახსნას გეგმავს.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.