კეთილი ინებეთ და ჩვენს წესდებაში ჩაიხედეთ: პასუხი ემე-ს იერარქის ბრალდებებს

რმე-ის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება თვლის, რომ აუცილებელია კანონიკურ და საღვთისმეტყველო დონეზე უარყონ  უსაფუძვლო ბრალდებები რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, რომლებიც წამოაყენებული იყო ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პერისტერიის მიტროპოლიტის გრიგოლის ინტერვიუში საიტებს «Orthodox TV» (2022 წლის 5 თებერვალი) და «Aparchi» (2022 წლის 6 თებერვალი). ამის შესახებ იუწყება სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური კომენტარში, რომელიც განთავსებულია განყოფილების ოფიციალურ საიტზე.

სსკგ იუწყება, რომ საეკლესიო-კანონიკური ანალიზის სახით პერისტერიის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ავრცელებს ცრე, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, თითქოს რუსეთის ეკლესია 30 წლის განმავლობაში ამზადებდა სხვა ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის „სტრატეგიას“, თითქოს მას მართლმადიდებლურ სამყაროში მსოფლიო იურისდიქციის პრეტენზია ჰქონდეს და მსაგავსი ამბიციები მის წესდებაშია დაფიქსირებული. 

„საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს: არც ადრინდელ, არც მოქმედ  წესდებებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომლის ტექსტი საჯაროდ მისაწვდომია, არ არის ასახული სხვა ადგილობრივი  მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკური საზღვრების  ხელყოფა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ წესდებაში ჩამოთვლილია სახელმწიფოები, რომლებიც მის კანონიკურ ტერიტორიაში შედიან: „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია  ვრცელდება მართლმადიდებლური აღმსარებლობის პირებზე, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ცხოვრობენ: რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, რესპუბლიკა ბელარუსში, რესპუბლიკა მოლდოვაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რესპუბლიკა ყაზახეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკაში, ლიტვის რესპუბლიკაში, მონღოლეთში, რესპუბლიკა ტაჯიკეთში, თურქმენეთში, რესპუბლიკა უზბეკეთში, ესტონეთის რესპუბლიკაში, იაპონიაში, აგრეთვე მართლმადიდებლებზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში და ნებაყოფლობით მიეკუთვნებიან მას“, - ნათქვამია განყოფილების ოფიციალურ კომანტარში.

მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ რმე-ის მისამართით გაუაზრებლად განმეორებული ბრალდებები ეთნოფილეტიზმში არაფრით დაზუსტებული არ არის, აღნიშნავენ სსკგ-ში.

„პერისტერიის მიტროპოლიტი რმე-ის წესდებას რომ გაცნობოდა, ის ვერსად ვერ ნახავდა დებულებას იმის შესახებ, რომ მის იურისდიქციაში შედიან „მთელ მსოფლიოში მცხოვრები რუსული წარმოშობის პირები“. თუმცა ამ დოკუმენტის პირველივე ხაზებიდან მან აღმოაჩინა სიტყვები იმის შესახებ, რომ „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არის მრავალეროვანი ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც სარწმუნოებრივ-სამოძღვრო და ლოცვით-კანონიკურ ერთობაში იმყოფება სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან“. ეს სიტყვები მთლიანად უარყოფენ ბერძენი ღვთისმეტყველის აბსურდულ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიამ თითქოს თვითონვე გადახაზა საკუთარი ავტოკეფალიის მიზეზები, რადგან თითქოს ის პატივს არ სცემს სხვა ადგილობრივი ეკლესიების საზღვრებს და ზოგიერთ მათგანთან კავშირიც კი გაწყვიტა“, - თვლიან რმე-ში.

რმე-ის წარმომადგენლებმა კომენტარში აღნიშნეს, რომ ეკლესია პატივს სცემს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საზღვრებს, რომლებიც განხეთქილების მონაწილეებთან ურთიერთობაში არ შევიდნენ.

რმე-ის სსკგ-ის თანამშრომლებმა გასცეს ისტორიული ცნობა იმის შესახებ, რომ არ არსებობს ზოგადმართლმადიდებლური გადაწყვეტილებების დოკუმენტური პრეცედენტები ავტოკეფალიის დროებითი ან საბოლოო ჩამორთმევის შესახებ.

„ამა თუ იმ ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიის სტატუსის ლიკვიდაცია, მაგალითად, ბიზანტიის ან ოსმალეთის იმპერიების ტერიტორიაზე, ხორციელდებოდა საერო ხელისუფლების მიერ საერო დოკუმენტების საფუძველზე“, - აღნიშნულია კომენტარში.

მანამდე მჟკ წერდა იმის შესახებ, რომ ემე-ის იერარქმა  რმე განხეთქილებაში დაადანაშაულა აფრიკაში ეგზარქატის შექმნით  და წინადადება წამოაყენა, რომ მას ხუთი წლით ავტოკეფალია ჩამოერთვას.

მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა

მოგლეჯილი და გათელილი ჯვრები - ასე ვანდალურად მოექცნენ მეუ-ს წარმომადგენლები სამღვდელო შესამოსელს.

ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს

ბერი ნექტარი დროებით გაწერეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდება.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუსტის ეპარქიის მონასტრის წინამძღვარი

ეპარქიამ სამძიმარი გამოუცხადა შუამდგომლობის მონასტრის ძმებს.

ტრამპის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა უმე-ის დევნას

ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი უხელმძღვანელებენ აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს.

მუსლიმები აძევებენ ქრისტიანებს თავიანთი სახლებიდან სამხრეთ სუდანში

დევნილი ქრისტიანები, რომლებიც გაიქცნენ სამხედრო კონფლიქტიდან, ვერ პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს: ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ჩარევაზე, ხოლო ქრისტიანთა თხოვნა დახმარებაზე უპასუხოდ რჩება.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.