უმე-ს სპიკერი: არ მეშინია და არ მჯერა ომის - ეს გეოპოლიტიკური თამაშია

უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა მიმართა მრევლს,  სიმშვიდისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა მათ. „დღეს სახლში მივფრინავ. ვკითხულობ, რომ ბევრი მიემგზავრება უკრაინიდან, მე კი პირიქით - უკრაინაში. უკვე აეროპორტში ვარ. არ მჯერა ომის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური თამაშია“, - დაწერა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა თავის Facebook-გვერდზე.

უმე-ს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ გეგმავს თავის სამუშაოს რამდენიმე კვირით ადრე და არ ითველისწინებს, რას ამბობენ და წერენ ომის შესახებ. „არ ვითვალისწინებ მთელ იმ ისტერიას, რაც მასმედიაშია ატეხილი. ვწერ ამის შესახებ, რომ იცოდეთ ჩემი გეგმები, ჩემი ცხოვრება და ჩემი ქმედებები“, - ხაზი გაუსვა მამა ნიკოლოზმა.

ომის რომ  მეშინოდეს, ახლა არ ვიქნებოდი მამა ვიტალისთან და არ მექნებოდა ახალ მრევლთან  ამ მშვენიერი ურთიერთობის გამოცდილება, აგრეთვე ჩვენ ხალხს აქ, ლისაბონში სარგებელი არ ექნებოდა. ვიქნებოდი კიევში და ვიღელვებდი ახალი ამბების კითხვისას“, - დაწერა მღვდელმა.

დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება პანიკისა  და შიშის  აყოლა, რომლებიც ხელს უშლიან  ცხოვრებასა  და მუშაობაში. „თუ შეგვეშინდება, შიშისგან პარალიზებულები ვიქნებით და კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ცხოვრება მიდის და უკვე დღესვე, ახლავე უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ,  შევქმნათ აწმყო და მომავალი. თქვენი მოძღვარი მშვიდი და მტკიცეა. ამიტომ თქვენც მას უნდა მიბაძოთ“, - დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2022 წლის 13 თებერვალს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს კურთხევით, უმე-ს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ მსახურება აღასრულა ლისაბონში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უკრაინულ სამრევლოში.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

,,უკრპოშტამ’’ წარადგინა მარკა "ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ"

მარკის შეძენა შეგიძლიათ Ukrposhta-ს ფილიალებში და ონლაინ მაღაზიაში.

უმე-ის სასულიერო პირი: ვინც მეუ-ში გადავიდა, მიატოვა ჯვარი და შეეშინდა გაჰყოლოდა ქრისტეს

დეკანოზმა ვასილი ბალანმა ლოცვისკენ მოუწოდა მრევლს, რათა ღმერთმა მისცეს ძალა და რწმენა ყველას, ღირსეულად ატარონ საკუთარი ჯვარი.

ნდობა მოიპოვა და მოატყუა: პენსიონერმა უჩივლა მეუ-ს სასულიერო პირს

სასამართლო სხდომაზე როსტისლავ დიდუხი არ გამოცხადდა.

მე მჯერა, რომ ღვთისმშობელი არ დატოვებს ლავრას, - მომლოცველი

კიევ-პეჩერის ლავრასთან, ლოცვა ყოველდღე აღევლინება.