რმე-ში განაცხადეს ახალი შეხვედრების აუცილებლობაზე „ამანის ფორმატის“ ნიმუშით
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) პროგრამაში „ეკლესია და სამყარო“ ტელეარხ «Россия 24» -ში განაცხადა, რომ აუცილებელია მართლმადიდებელთა შორის კონსულტაციები ამანის სამიტის ნიმუშით.
„მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობები სრულიდ აუცილებელია. ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი თვითგაემიჯნა იმას, რომ მოიწვიოს მართლმადიდებელი ეკლესიები ურთიერთკონსულტაციების მიზნით, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამა თუ იმ ფორმატის შექმნა შეხვედრებისთვის და ურთიერთობებისთვის. ასეთი ფორმატი შეთავაზებული იყო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს მიერ“, - ყვებოდა მს სსკგ-ის ხელმძღვანელი.
მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებისა და დელეგაციების შეხვედრამ, რომელიც შედგა ამანში 2020 წელს, ძმურ ატმოსფეროში და მეტად წარმატებულად ჩაიარა.
ვფიქრობ, რომ მსგავსი თათბირები აუცილებელია, იმიტომ რომ სხვაგვარად ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს თავიანთი ქმედებების კოორდინაცია გაუჭირდებათ“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
რმე-ის იერარქმა გაიხსენა, რომ ეკლესიებს ხშირად უწევთ საერთო გამოწვევებთან და პრობლემებთან დაპირისპირება. აქტუალური მაგალითების რიცხვში ასეთ გამოწვევად შეიძლება დასახელდეს, მაგალითად, პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
„ჩვენ გვაქვს სასაუბრო. გავქვს გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზაიროთ, კონსულტაციები კი ამ მხრივ ძალზე სასარგებლო და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში გაჩნდა განხეთქილება და კონსატანტინოპოლის პატრიარქის ქმედებების შედეგად შეიქმნა ეკლესიათა ჯგუფი, რომლებმაც უკრაინული განხეთქილება აღიარეს და ხალხს, კანონიკური ხელდასხმის გარეშე, აღიარებენ ეპისკოპოსებად და თანამსახურებენ მათთან“.
„იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ პრობლემა ზოგადად მართლმადიდებლურ დონეზე, საჭიროა ასეთი კონსულტაციები. მადლობა იერუსალიმის პატრიარქს იმ ინიციატივის გამო, რომელიც მან გამოიჩინა. თუ იქნება ახალი ასეთი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ მოწვევას“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ილარიონმა და დაადასტურა, რომ ეკლესიის ისტორიაში მსგავს სიტუაციებს უკვე ჰქონდათ ადგილი.
როგორც მანამდე მჟკ იუქწყებოდა, იერუსალიმის პატრიარქმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში წინამძღვართა შეხვედრას ელოდება.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.