უმე-ს საქმეთამმართველი: გაჩაღებული პანიკა და ხმები სულში სიმშვიდეს არღვევენ

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობამ «Вести», აფრთხილებს ხელოვნურად გაჩაღებული პანიკისა და მანიპულაციების აყოლის შესახებ.

„შიში სიცოცხლის მკვლელია. როდესაც ის მყარად ისადგურებს გულებში, ხალხი მომენტალურად კარგავს ირგვლივ განვითარებული მოვლენების ძაფს. მათ ყველაფერი ხელიდან უცვივათ, აზრები მუდმივ ქაოსშია, ხოლო ერთი სასოწარკვეთა ახალი სასოწარკვეთით იცვლება“, - აღნიშნა იერარქმა.

ასეთ  მდგომარეობას ძნელად თუ  ვუწოდებთ სრულყოფილ ცხოვრებას და მას მართლაც ნამდვილ თვითნგრევამდე მივყავართ, - როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე  სახელმწიფო  დონეზე.

„სწორედ ამიტომ  მეტად  მნიშვნელოვანია არ ავყვეთ პანიკას. განსაკუთრებით, თუ ის ხელოვნურად იქმნება და თვით ზეცამდეც კი ღვივდება. ზოგადად, ეს ძლიერ მნიშვნელოვანი საკითხია“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

მისი სიტყვებით, პანიკური განწყობის შედეგად ირღვევა არა მარტო სულიერი სამყარო, არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობის საფუძვლები.

„ახლა ჩვენ  თავს დაგვტრიალებს  მორიგი ხმებისა და ვარაუდების მთელი ტალღა. ეს ძალზე რთულ პერიოდში ხდება, როდესაც საქმე გვაქვს მთელ რიგ სერიუზულ პრობლემებთან საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის სხვადასხვა სფეროში“, - დაამატა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

ქრისტიანისთვის, ხაზი გაუსვა მან, მთავარია, რომ  არ აყვეს  მანიპულაციებს, პანიკასა და ცრუ ხმებს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული  მანიპულაციების აყოლა ადამიანს ყოველთვის განაშორებს ღმერთისგან. ვინაიდან ამით აშკარად მჟღავნდება უიმედობა, უნდობლობა ღვთისა და მისი ჩვენზე ზრუნვისადმი. როგორც ცნობილია, ღმერთი არასდროს არ ტოვებს მას, ვისაც  მისი წყალობისა და მფარველობის იმედი გვაქვს“, - განმარტა იერარქმა.   

მან გაიხსენა ღირსი პაისი ათონელის სიტყვები: „იქცეოდე  მარტივად და ღვთისადმი სრული ნდობით. მიანდე ღმერთს შენი მომავალი და იმედები.  ამით ჩვენ გარკვეულწილად ვავალდებულებთ მას ჩვენს შეწევნას. ხომ იცით, როგორ იცვლება ყველაფერი, თუ ღვთისადმი  სასოება  გაქვთ? ღვთის  მოკავშირედ ყოლა, სახუმარო საქმე როდია. ღვთისთვის არ არსებობს გართულებული მდგომარეობა, მისთვის ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. ღვთისთვის ყველაფერი მარტივია...“

„ამ ყველაფრის შუქზე, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა იმისა, რომ თავი ვიგრძნოთ მოსიყვარულე, მოწყალე და ყოვლისშემძლე უფლის  ხელში. მაშინ ჩვენს გულებში არასდროს არ დაისადგურებს შიში, პანიკა და სასოწარკვეთა. რადგან გულები სავსე იქნებიან ღვთისადმი სიყვარულითა და ხვალინდელი დღის რწმენით“, - დაასკვნა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

მანამდე მჟკ წერდა „პატრიოტული“ კონფესიების როლზე ისტერიის გაღვივებაში  რფ-ს უკრაინაში შეჭრის ირგვლივ.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.