მიტ.ბენიამინი გერმანიის ელჩს: არ არის საჭირო სლავებს შორის კედლის აღმართვა
სრულიად ბელორუსიის საპატრიაქრო ეგზარხოსმა, მინსკისა და ზასლავლის მიტროპოლიტმა ბენიამინმა გერმანიის ელჩთან მანფრედ ხიურერთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ ბელორუსები ძალიან განიცდიან უკრაინისა და რუსეთის ძმური ხალხების შორის შექმნილ ურთიერთობას. ამას იუწყება ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პორტალი.
"ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ისტორიული და კულტურული ფესვები, ნათესაური კავშირი და ერთიანი რწმენა. ჩვენ გვახსოვს , XX საუკუნის გერმანიის ისტორიაში იყო მტკივნეული პერიოდი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფისა, რომელიც ასე მძიმედ გადაიტანა გერმანელმა ხალხმა. თანამედროვე დროს მნიშვნელოვანია, რომ ამდაგვარი კედლები არ აღიმართოს სლავ ხალხებს შორის, განხეთქილების მიზეზები გადალახულ იქნას, და ჩვენმა სახელმწიფოებმა შეძლონ გააგრძელონ თავისი ისტორია ორმხრივ მშვიდობაში, თანხმობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ბენიამინმა.
საუბრის დროს ბელორუსმა იერარქმა და გერმანული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა განიხილეს მსოფლიო პოლიტიკის პრობლემები, რელიგიათაშორისი ურთიერთობები, სოციალური მხარდაჭერის საკითხები.
ბმე-ს წიმანძღვარმა მოუწოდა წარმოქმნილი კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს , რათა არ მივიდეთ საპირისპირო შედეგთან, ორმხრივ გაუგებრობასა და გაუცხოებასთან. მან შეახსენა, რომ ეკლესიის მისია არის შერიგება, გაერთიანება, ცხოვრებაში სულიერი კანონების დაცვისკენ მოწოდება.
მიტროპოლიტმა ბენიამინმა გამოხატა იმედი, რომ გერმანული დიპლომატიური მისია ბელორუსიაში ხელს შეუწყობს სახელმწიფოებსა და ადამიანებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში ევანგელისტური კანონების თანახმად: "მშჳდობით იყვენით ურთიერთას (მარკ. 9:50).
ადრე მჟკ წერდა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს იმედი აქვს, რომ უკრაინა დაბრუნდება სლავების წიაღში.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.