მეუ-ს აკრძალული უმე (კ) კს "იერარქი" : არასდროს ვყოფილვარ მათი ბანდის წევრი

ბელორუსიისა და ობოიანის «მიტროპოლიტი» იოასაფი. ფოტო: cerkva.info

"ბელგოროდისა და ობოიანსკის უმე (კ)კს "მიტროპოლიტი" იოასაფი თავის Facebook გვერდზე კომენტირებას უკეთებს მეუ-ს "სინოდის" გადაწყვეტილებას უმე (კ) კს "იერარქების" მსახურების აკრძალვის შესახებ.

მისი სიტყვებით, მეუ-ს "სინოდის" გადაწყვეტილება "მორიგი, ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელი სიგიჟეა უზურპატორების ჯგუფის" მხრიდან.  "იერარქი" მიუთითებს, რომ ადამიანს, რომელიც ცოტათი მაინც გაცნობიერებულია საეკლესიო სამართალთან, ეს ქაღალდი ხარისხის ჩამორთმევაზე მხოლოდ გაამხიარულებს.

"მათ არა აქვთ მორალური ძალა გაიგონ, რომ ამ თავისი საჯარო გადაწყვეტილებით მთელს ქვეყანაზე დაამტიცეს ის, რაზეც მე მათ ვწერდი მათი უკანონობის დასაწყისში, და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია- მე არასდროს არ ვყოფილვარ მათი ბანდის წევრი (გამოყოფილია ორიგინალში,-რედ.), მათ მიერ მკრეხელურად წოდებული როგორც სეუ (მეუ, როგორც ჩაწერილია ტომოსში,-რედ.)",-დაწერა მან.

თუნდაც ფორმალური ნიშნით, "იერარქის" სიტყვებით, ის არ ემორჩილება მეუ-ს:

"მათი ყალბი "დოკუმენტების"-წესდების  თანახმად, ტომოსით- მათში ხომ შავით თეთრზე წერია- სეუ-ს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ უკრაინის საზღვრებში".

"მიტროპოლიტმა" იოასაფმა აღნიშნა, რომ თვით არჩევა დუმენკოს წინამძღვრად მოხდა რამდენიმე საეპისკოპოსო კრების მოტყუებით. ეგრეთწოდებული " გამაერთიანებელი კრება" და  მასში წესდების მიღება, რომელმაც დიასპორა ავტომატურად დააყენა მათი იურისდიქციის გარეთ, ასევე მოყუებულ იქნა.

თავის მიმართვაში "იერარქმა" შეახსენა "სინოდს", რომ ადრე, უმე (კ)კს ადგილობრივ კრებაზე, მიიღეს გადაწყვეტილება მეუ-ს შემადგენლობიდან გასვლისა და კიევის საპატრიარქოს მოღვაწეობის განახლებაზე.

ამ კრებაში მონაწილეობისათვის სეუ-ს სინოდის გადაწყვეტილებით "მიტროპოლიტ" იოასაფ შიბაევი და მის "ვიკარი" პეტრე მოსკალიოვი გარიცხეს სეუ-ს საეპისკოპოსოს შემადგენლობიდან. მაგრამ არც თვითონ "მიტროპოლიტი", არც მისი "ვიკარი" არასდროს არ შედიოდნენ სეუ-ს "ეპისკოპატში".

"ჩანს, ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ მხარეზე, არც კანონებზე, ისინი არ ღებულობენ და არც გებულობენ. მორალური ინვალიდების ბრბოს შეუძლია მოიქცეს მხოლოდ ასე- უგუნურად, მდაბლად, სიცრუით. ასე ხდება, როდესაც გაუნათლებელი და ამორალური პირები იწყებენ იმის მართვას, რასაც ისინი უწოდებენ ეკლესიას",- განაცხადა "იერარქმა".

დასასრულს "მიტროპოლიტმა" იოასაფ შიბაევმა მიმართა "ეპიფანეს". მან დაწერა, რომ "სინოდის" გადაწყვეტილება უცნაური და არაკანონიკურია.

"თქვენ არ მოგინიჭებიათ ჩემთვის ეს ხარისხი, და თქვენ ვერ წამართმევთ მას. პირველად თქვენ უნდა ჩამოგართვან ხარისხი არამარტო საეკლესიო კანონების , არამედ საღვთო კანონების ზნეობრივი ნორმების  უხეშად დარღვევისათვის",-აღნიშნა მან.

განცხადებაში "იერარქმა" მიმართა ფილარეტს წინადადებით, შეიქმნას სინოდალური კომისია სეუ-დან კარიერისტთა ჯგუფის მიერ "ხელისუფლების უზურპაციის" შესწავლისა და გასაჯაროებისათვის".

"გასცენ პასუხი თავის დანაშაულობებზე, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩაიდინეს. და ისტორიამ აღბეჭდოს სახელები ახალი მაქსიმ ცინიკოვებისა და ჰერისტრატებისა",-დაასკვნა მან.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე(კ)კს-ს "მიტროპოლიტი" იოასაფ შიბაევი დარწმუნებულია, რომ მეუ "შევა ისტორიაში როგორც ყაჩაღური ეკლესია".

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.