მეუ-მ კს უმე-ს „იერარქებს“ მსახურება აუკრძალა

2022 წლის 2 თებერვალს მეუ-ს „წმინდა სინოდმა“ მსახურება აუკრძალა კს უმე-ს „იერარქებს“ და  მათ „სამღვდლო ხარისხის“ ჩამორთმევით დაემუქრა, იუწყება დუმენკოს ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.

მეუ-მ გადაწყვიტა, რომ „ყველა პირი, ვინც  კანონებისა და წესდების დარღვევით“  მეუ-ს „წმინდა სინოდის“ მიერ არჩევისა და დუმენკოს ნებართვის გარეშე, 2019 წლის ივნისიდან „მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფილარეტის (დენისენკო) მიერ მღვდელმთავრებად იყვნენ წოდებულები“, სინამდვილეში მათ სამღვდელმთავრო ხელდასხმა და წოდება არ აქვთ, ამიტომ „სამღვდელმთავრო ტიტულისა და უფლებების ყაჩაღური მიტაცებისა და სხვა ქმედებების გამო, რომლებიც განხეთქილებას პროვოცირებდნენ“ მეუ-ში, „ეს პირები გადაცემულები უნდა იყვნენ საეკლესიო სასამართლოს და მათ ჩამორთმეული უნდა ჰქონდეთ სამღვდლო ხარისხი“.

ამასთან ერთად, მეუ-ს „სინოდმა“ გადაწყვიტა, რომ „ბელგოროდისა და ობოიანსკის ყოფილ მიტროპოლიტ იოასაფს (შიბაევი), ბელგოროდ-დნესტროვსკის ყოფილ ეპისკოპოს  ფილარეტს (პანკუ) და ვალუისკის ყოფილ  ეპისკოპოს პეტრეს (მოსკალიოვი) კანონიკური წესრიგის უხეში დარღვევისთვის, უკანონო შეკრებებში და ქ. კიევში ეგრეთ წოდებულ სამღვდელმთავრო ქიროტონიებში  მონაწილეობისთვის აეკრძალოთ მსახურება და გამოძახებულები იყვნენ მეუ-ს სასამართლოში ბრალდებებით, რომელთა თანახმად „ისინი ექვემდებარებიან  სამღვდლო ხარისხის ჩამორთმევას“.

თუმცა ჯერ კიდევ 2019 წლის 24 ივნისს მეუ-ს „წმინდა სინოდმა“ გადაწყვიტა, რომ „აქტიური მონაწილეობისთვის ქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო საეკლესიო გარემოში დაპირისპირების გაღვივებაზე, საეკლესიო გადაწყვეტილებების, 34-ე სამოციქული კანონის შეგნებული დარღვევისთვის, სხვის ეპარქიაში, წესდებისა და კანონიკური წესების დარღვევით, ხელდასმებში მონაწილეობისთვის“ მეუ-ს ყველა ეს „მღვდელმთავარი“ გარიცხოს  მეუ-ს „საეპისკოპოსოს“ შემადგენლობიდან.

გარდა ამისა, კს უმე-ს წარმომადგენელი, „მიტროპოლიტი“ იოსაფი შიბაევი ამტკიცებდა, რომ არც ის, არც მისი „ქორ-ეპისკოპოსი“ პეტრე მოსკალიოვი არასდროს არ შედიოდნენ „უწე-ის საეპისკოპოსოს“ შემადგენლობაში.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.