ეპიფანე შეუერთდა „ომის წინასწარმეტყველთა“ გუნდს უკრაინაში
ეპიფანე უკრაინელ ჯარისკაცებს აკურთხებს. ფოტო: pomisna.info
2022 წლის 24 იანვარს განხეთქილების მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო გამოვიდა მიმართვით, სადაც მოუწოდა პასუხი გაეცეს „რფ-ს მტრულ განცხადებებსა და ქმედებებს“, მან „აკურთხა“ უკრაინელები, ჯარი და ხელისუფლება, რომ დაუპირისპირდნენ აგრესორს. მიმართვის ტექსტი განთავსებულია მეუ-ს საიტზე.
„ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებზე რუსეთის ჯარების თავმოყრა, აგრესორის გეგმების შესახებ შეჭრის დაწყების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება, რუსეთის ხელისუფლების სხვა მტრული განცხადებები და ქმედებები ჩვენს პასუხს მოითხოვენ“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც მილიტარისტული რიტორიკით არის გაჯერებული.
„ახლა, როდესაც განახლებული და ბრძოლისუნარიანი ჯარი გვყავს, მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის მოკავშირეთა მტკიცე მხარდაჭერა გაგვაჩნია, ჩვენ უნარი შეგვწევს, რომ დავუპირისპირდეთ თავდამსხმელს და მისი გეგმები ჩავშალოთ“, - გააგრძელა დუმენკომ.
განხეთქილების მეუ-ს მეთაურმა მადლიერება გამოხატა აშშ-ს, ევროპის ქვეყნებისა და ყველა მოკავშირის მიმართ „მხარდაჭერისთვის, დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის“. მან მოუწოდა უკრაინელებს, რომ გაერთიანდნენ საგარეო საფრთხის პირისპირ.
30 იანვარს, ყვებოდა ეპიფანე, მისი „მღვდლები“ ტაძრებში დამატებით ლოცვებს წაიკითხავენ უკრაინისთვის.
ამასობაში უკრაინელი ბერძენ-კათოლიკების მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმაც გააფრთხილა თავისი მრევლი, რომ „მტერი კარს მოგვადგა“, ამ დღეებში კი უბკე-ის ეპისკოპოსებმა აშშ-ში განაცხადეს, რომ რფ-მ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვრიდან 100 ათასი კაცი გადაიყვანა.
ამვდროულად უკრაინის ხელისუფლება სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. თსსს-ს უფროსმა თქვა, რომ ის ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს, რომ ილაპარაკოს ჩვენს ქვეყანაზე ფართომასშტაბიან თავდასხმაზე და განაცხადა, რომ უკრაინა ვერ აიღებს „თავის თავზე ცოდვას“, რომ სამხედრო გზით დაიბრუნოს დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები. ხოლო პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა დაამატა, რომ „არ ღირს მასმედიის მოსმენა, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა მეუ-ს „მეორე საპატრიარქოს ერთგულების“ გამო.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.