მეუ-ს "იერარქი" "კრებაზე" : ფანარიონელები პოროშენკოს - ჩვენ დაგვაპატიმრეს?

პეტრე პოროშენკო ფანარიონის იერარქებთან ერთად ,,საბჭოს'' სხდომაზე. ფოტო: «Левый берег»

ჩერნოვცისა და ბუკოვინის მეუ-ს "მიტროპოლიტმა" დანიილ კოვალჩუკმა,  ჩერნოვცის ოლქის სოფელ კორიტნოეს მეუ-ს ახალი ტაძრის სამწყსოსთან მიმართვისას ისაუბრა, როგორი სირთულეები, კამათი და კონფლიქტები წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული  "გაერთიანებული კრების" ორგანიზებისას 2018 წლის დეკემბერში.  ქადაგების ვიდეო განთავსებულია «Православні Буковини ПЦУ» ფეისბუქ გვერდზე.

კოვალჩუკის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც "საქმე გაჭიანურდა" სამი საათით, ფანარიონის იერარქებმა არ მოინდომეს "კრებაში" მეტი მონაწილეობა და გაემგზავრნენ აეროპორტში.

"კრების წინ, როდესაც მსოფლიო პატრიარქს შეეძლო განესაზღვრა ჩვენი ეკლესია და მოეცა ტომოსი, წირვის დროს პატრიარქმა ფილარეტმა დაიწყო აღშფოთება, რადგანაც ეპისკოპოსებმა მხარი დაუჭირეს ლუცკის მიტროპოლიტს, როგორც ეკლესიის მეთაურს. ხოლო პატრიარქი ფილარეტი მეთაურად მიიჩნევდა ეპიფანეს, და შეწყვიტა პატივისცემის გამოხატვა ლუცკის ეპისკოპოსის მიმართ. მე შევშინდი: ღმერთო! გადმოვა სულიწმინდის მადლი კრებაზე თუ არა? ცუდად იწყება, დავა, კამათი",- გაგვიზიარა თავისი მოგონებები "იერარქმა".

მან განაცხადა, რომ სიტუაცია გამოასწორა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.

"ეგზარქოსები უკვე გაემგზავრნენ, იმიტომ რომ საქმე სამი საათით გაჭიანურდა. პოროშენკომ გააუქმა ფრენები აეროპორტში, შემდეგ ის მიდის აეროპორტში და მიყავს ისინი. ისინი აღშფოთებული არიან და ამბობენ - "რა არის ეს, ჩვენ დაპატიმრებული ვართ?!" როგორი უსიამოვო პროცესი იყო!",-თქვა დანიილ კოვალჩუკმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, დანიილ კოვალჩუკმა განაცხადა, რომ "ზუსტად პეტრე პოროშენკოს მეშვეობით გადმოვიდა სულიწმინდა "გაერთიანებულ კრებაზე".

შეგახსენებთ, "გაერთიანებული კრება" ჩატარდა 2018 წლის 15 დეკემბერს სოფიის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ბართლომესა და პეტრე პოროშენკოს ინიციატივით. მის დაწყებამდე კიევის საპატრიარქოს უმე-ს "ადგილობრივმა ტაძრებმა" და უამე-მ გადაწყვეტილება მიიღეს შეეწყვიტათ თავისი მოღვაწეობა როგორც ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებებს და შეექმნათ უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესია. ღონისძიებაზე, ინიციატორების გარდა- უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებისა, იმყოფებოდნენ "იერარქები" უმე (კ)კს-დან , უამე-დან, უმე-ს ორი "იერარქი", წასულები განხეთქილებაში. შეკრებილებმა გამოაცხადეს ახალი წარმონაქმნის- მეუ-ს შესახებ.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.