პატრიარქი კირილი: ფანარიონის მეთაური თავს უპირველესად თვლის დანარჩენებზე
პატრიარქი კირილი და წამყვანი კორჩევნიკოვი. ფოტო: volgeparhia.ru
პატრიარქმა კირილმა ტელეარხ "სპასის"გენერალურ დირექტორთან ბორის კოჩერნიკოვთან ინტერვიუში, რომელიც გამოვიდა არხზე «Россия 1» 2021 წლის 20 ნოემბერს, განაცხადა, რომ პატრიარქი ბართლომე თავის თავს თვლის არა პირველად თანასწორთა შორის, არამეს პირველად სხვა დანარჩენებზე, იუწყება patriarchia.ru.
"ვფიქრობ, არის ორი მიზეზი. პირველი-ეს პატრიარქ ბართლომეს აბსოლუტურად ცრუ თვითგაგება, რომელიც თავს მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერად მიიჩნევს. მართლმადიდებელი ეკლეზიოლოგიის თვალსაზრისით ის პირველია თანასწორთა შორის, მაგრამ ის თავს თვლის არა პირველად თანასწორთა შორის, არამედ პირველად სხვა დანარჩენთა შორის. ანუ ის ცდუნდა იმავე იდეით, რომლის რეალიზაციამ ქრისტიანობა აღმოსავლურად და დასავლურად დაყოფამდე მიიყვანა. და ახლა, არ შემეშინდება თქმის, პატრიარქ ბართლომეს პირადი ინიციატივით ძალაუფლების ამავე თემამ უკვე დაყო მართლმადიდებელი ეკლესია",-აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.
რმე-ს წინამძღვარმა დაარქვა ამას მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ტრაგიკული გვერდი და მოუწოდა განხეთქილების დაძლევისა და მართლმადიდებლობის განმტკიცებისკენ.
"და ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისევ ერთობლივად ჩავატაროთ საღვთო ევქარისტია ერთიანი ტახტის ირგვლივ მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებით, ჩვენს თანამედროვეებს შორის. რათა ეკლესიამ შეძლოს გახდეს სულიერ ძალად, რომელიც ეხმარება ადამიანს გზა იპოვოს ამ ძალიან რთულ, თანამედროვე ცხოვრებაში",-დაამატა პატრიარქმა კირილმა.
რმე-ს წინამძღვარმა ასევე ახსენა პოლიტიკური ფაქტორი, რომელმაც შეძლო ასე ძლიერად ემოქმედა პატრიარქ ბართლომეზე გადაწყვეტილებებზე.
"კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მდგომარეობა ყოველთვის ძალიან არასტაბილურია. საპატრიარქო დღემდე იმყოფება არამართლმადიდებელი პოლიტიკური ძალების კონტროლქვეშ, და საერთოდ, პატრიარქი ბართლომე ვალდებულია, ვფიქრობ, არათუ დაექვემდებაროს, არამედ შეუსაბამოს თავისი პოზიცია იმ ლიბერალურ კონტექსტს, რომელიც არსებობს დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში",-დაამატა უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ რუსოფობია უკრაინაში მალე გაქრება დღის წესრიგიდან.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.