როვენის ეპარქიაში დახვდნენ ახალ მმართველ ეპისკოპოსს

როვენის კათედრაზე დანიშნული ეპისკოპოსი პიმენის დახვედრა. ფოტო: СПЖ

2021 წლის 17 ნოემბერს როვენისა და ჟიტომირის ოლქების საზღვარზე სამღვდელოება და ბერ-მონაზვნობა შეხვდა თავის ახლადდანიშნულ მმართველ ეპისკოპოს პიმენს, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

მეუფე პიმენი ბრუნდებოდა კიევიდან, სადაც მიიღო უმე-ს წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ბრძანება თავის დანიშვნაზე. მღვდლები, იღუმენები, მონასტრების იღუმენიები და ბერები შეხვდნენ თავის იერარქს პურ-მარილითა და ყვავილებით.

"ეს ხალხური ტრადიციაა- ძვირფასი ადამიანების შეხვედრა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორ ზემლიანოიმ, როვენის უმე-ს ეპარქიაში რელიგიათაშორისი დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა. - მეუფე პიმენი ნამდვილად ძვირფასი ადამიანია ჩვენთვის, და მისია, რაც მას დააკისრა წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ განსაკუთრებულია- ერისკაცებისა და ჩვენი, მღვდლების  ხსნისკენ წაყვანა".

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ მეუფე პიმენმა დალოცა ყველა, ვინც ჩამოვიდა მის შესახვედრად და მიმართა სამადლობელი სიტყვებით: "გულის სიღრმემდე ვარ შეძრული ამ გულწრფელობითა და სტუმართმოყვარეობით. დიდი სურვილი მაქვს ამ მაღალ თანამდებობაზე შევძლო ღირსეულად ვემსახურო ღმერთს და ადამიანებს". იმპროვიზირებული დღესასწაულის შემდეგ ყველა შემხვედრი  და როვენის უმე-ს ეპარქიის ახლადარჩეული მმართველი გაემგზავრნენ ქალაქ როვნოს წმინდა გიორგის მეტოქში, სადაც აღავლინეს სამადლობელი ლოცვა და ლოცვით შესთხოვეს მოწყალე ღმერთს ნაყოფიერი შრომა ეკლესიის სასიკეთოდ და ღვთის სადიდებლად.

როგორც მჟკ იუწყებოდა, წმინდა სინოდმა დანიშნა მმართველი ეპისკოპოსი როვენის ეპარქიაში.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

,,უკრპოშტამ’’ წარადგინა მარკა "ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ"

მარკის შეძენა შეგიძლიათ Ukrposhta-ს ფილიალებში და ონლაინ მაღაზიაში.

უმე-ის სასულიერო პირი: ვინც მეუ-ში გადავიდა, მიატოვა ჯვარი და შეეშინდა გაჰყოლოდა ქრისტეს

დეკანოზმა ვასილი ბალანმა ლოცვისკენ მოუწოდა მრევლს, რათა ღმერთმა მისცეს ძალა და რწმენა ყველას, ღირსეულად ატარონ საკუთარი ჯვარი.

ნდობა მოიპოვა და მოატყუა: პენსიონერმა უჩივლა მეუ-ს სასულიერო პირს

სასამართლო სხდომაზე როსტისლავ დიდუხი არ გამოცხადდა.