ეპის. ვიქტორმა გაეროს ფორუმზე უმე-ს მრევლის ჩაგვრაზე განაცხადა
ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: news.church.ua
2021 წლის 16 ნოემბერს ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და უფლებების უზენაესობის ფორუმზე განაცხადა უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევაზე. ამაზე იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
გაეროს ორდღიანი ფორუმი ჟენევაში მიმდინარეობს შერეულ (პირისპირ და დისტანციურ) ფორმატში,სადაც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების საბჭოს პრეზიდენტი ნაჟატ შამიმ ხანი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბეჩელეტი, გაეროში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა წარმომადგენლები, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები და მასმედია.
თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ უმე-ს 12 ათასზე მეტ რელიგიურ ორგანიზაციას შეიძლება ჩამოერთვას შესაძლებლობა ეფექტურად დაიცვან თავისი უფლებები სასამართლოებში ე.წ. "სახელწოდების შეცვლის" კანონის გამო. რელიგიური ორგანიზაციები უკვე აწყდებიან რიგ სიძნელეებს სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანისას და არაერთი შემთხვევაა, როდესაც მორწმუნეებს არ შეუძლიათ თავისი იურიდიული უფლებების რეალიზება.
ეს ფაქტები, აღნიშნა იერარქმა, მოწმობს დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებაზე უმე-ს მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ზოგიერთი ორგანოს მხრიდან, რაც უზღუდავს მორწმუნეების უფლებას იყვნენ თავისი რწმენის მიმდევრები რელიგიური თემის შემადგენლობაში იმ სახემწოდებით, რომელიც არის ისტორიულად და იურიდიულად დამტკიცებული 1990 წლიდან. ასევე არსებობს უმე-ს რელიგიური ორგანიზაციებისთვის მართლმსაჯულებასთან შეღწევის სრული აკრძალვის საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ დებულება კანონის ნაწილობრივ ბათილობაზე გამოყენებული იქნება პრაქტიკაში.
ეპისკოპოსმა დაამატა, რომ ეს ყველაფერი არის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც აიოლებს უმე-ს ტაძრების რეიდერულ მიტაცებებს და პროვოცირებას უკეთებს ძალადობას, კონფლიქტებს და მტრობას საზოგადოებაში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება მრავალრიცხოვან მიმართვაზე უმე-ს მორწმუნეების უფლებების დარღვევებზე, რომლებიც ხშირად იძულებული არიან სასამართლო წესით მოითხოვონ გაიხსნას დანაშაულის წარმოება მათი უფლებების დარღვევების ფაქტზე. სისხლის სამართლის პროცესის არასათანადო გამოძიების ფაქტი , რომელიც გაიხსნა უმე-ს მორწმუნეების განცხადების საფუძველზე, უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, რაზეც 2021 წლის 11 ნოემბერს თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა გაეროში ადამიანის უფლებების კომიტეტმა.
დასასრულს ეპისკოპოსმა ვიქტორმა მიუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გააგრძელონ ყურადღების მიქცევა უკრაინაში უმე-ს მორწმუნეების კანონიერი უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფის საკითხებზე, რათა უფლებების დარღვევები და დისკრიმინაციული პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს შეწყდეს.
შეგახსენებთ, 12 ნოემბერს უმე-ს იერარქმა მონაწილეობა მიიღო ეუთოსა და გაეროს ერთობლივ სხდომაში.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.