ტერნოპოლის ოლქში მეუ-ს მორწმუნე ქალს ტაძარში ვალის გამო „წესი არ აუგეს“

მეუ-ს უხუცესი ს. რეშნოვკაში. ფოტო: скриншот/YouTube/«Сегодня»

ტერნოპოლის ოლქის სოფელ რეშნოვკას მეუ-ს მორწმუნე ქალის „წესის აგება“ არ დაუშვეს განხეთქილების სტრუქტურის ტაძარში, იმიტომ რომ მის ოჯახს ტაძრის ვალი ჰქონდა, იუწყება «Сегодня».

ლუდმილას გარდაეცვალა დედა, რომელიც სოფელ რეშნოვკის მეუ-ს ტაძრის მრევლში იყო. შვილმა დაიწყო დასაფლავების ორგანიზება და გაიგო, რომ ტაძარში დედამისს „წესს აუგებენ“ მხოლოდ ვალის გადახდის შემდეგ. 2015 წლიდან სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა შეიტანონ ტაძრის რემონტის გადასახადი - 100 გრივნა ყოველ თვე თითო სულისგან. გარდაცვლილის ოჯახი ამას არ ასრულებდა, რადგან მთელი ფული ლუდმილას  ქალიშვილის მკურნალობაზე იხარჯება, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია. 

დიდი ოჯახი იმით ცხოვრობს, რომ საკუთარი ბოსტნიდან  პროდუქტებს და ორი ძროხის რძეს ყიდის. ამიტომ მათ საშუალება არ აქვთ, მაგრამ მეუ-ს თავმჯდომარემ არ დათმო  და ტაძარი არ გახსნა.

 ეს ჩემი მოგონილი არ არის, - თავს იმართლებდა მეუ-ს ფერიცვალების ეკლესიის თავმჯდომარე ივანე ვუინი. - თემმა თქვა: ვინც არ იხდის, მღვდელი ილოცებს და ასაფლავებენ. მთელი ჩემი დანაშაული იმაშია, რომ თემს დავემორჩილე“.

მეუ-ს „მღვდელმა“ უარი თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ტელეფონით კი თქვა, რომ ყველაფერი შეასრულა, რაც მასზე იყო დამოკიდებული და „გადაიხადა პანაშვიდი“.

თავმჯდომარის სიტყვებით, რეშნიკოვოს ტაძრის აღდგენაზე უკვე ორ მილიონ გრივნაზე მეტი დაიხარჯა, რემონტი კი ჯერ კიდევ გრძელდება. ეს ყველაფერი გლეხების შენატანია.

დასაფლავების კონფლიქტის შემდეგ ლუდმილამ გარდაცვლილი დედის სახელზე მსახურება ქალაქში შეუკვეთა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს კლირიკოსმა „წესი აუგო“ ცნობილ ექსტრასენსს, რომელიც COVID-19-გან გარდაიცვალა.

კიევ-პეჩერის ლავრაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა უმე-ის ლიდერმა

მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მორწმუნეებს უამბო მოციქულთა პეტრესა და პავლეს ძალაუფლების შესახებ.

ეკლესია აღნიშნავს წმიდა თავმოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებას

12 ივლისს, პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს, მართლმადიდებლური მარხვა სრულდება.

მე არ ვღალატობ ჩემს მშობლიურ ეკლესიას“, - იღუმენია სერაფიმას კომენტარი დრაბინკოსთან ერთობლივ ფოტოზე

ოდესის მონასტრის წინამძღვარმა უმე-ის ყოფილ მიტროპოლიტთან საერთო მუშაობის შესახებ ისაუბრა.

საფრანგეთში რუანის ტაძარი იწვის

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

შვეიცარიას ევროვიზიის დატოვება სატანიზმის პროპაგანდის გამო სურს

პოლიტიკოსები ევროვიზიის 2025 წლის ჩატარების საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას გეგმავენ.

მედია: კულტურის სამინისტროდან გაათავისუფლეს თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ლავრის ინსპექტირებას

მარიანა ტომინი ასევე მონაწილეობს უმე-ის განდევნაში სამების, ფერისცვალებისა და მიძინების ტაძრებიდან.