ფანარიონს შეცდომით ესმის მთლიანობა და პირველობა, - უმე-ს იერარქი
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba
2021 წლის 11 ნოემბერს ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უმე-ს წარმომადგენლობის მეთაური ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) ყვება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან ეკლესიაში მთლიანობისა და პირველობის პრინციპების მცდარ გაგებაზე.
„ეკლესიის მთლიანობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“ -ს საერთაშორისო კონფერნციის დროს გამოსვლისას მეუფემ აღნიშნა, რომ მთლიანობისა და პირველობის ცნებები „უნდა განვიხილოთ ერთად, რამდენადაც ყურადღების კონცენტრაცია ერთ ან მეორე ცნებაზე იწვევს პრობლემებს, რომელიც წარმოიქმნება მათი ცხოვრებაში ასახვის პრაქტიკული მცდელობის დროს“.
„მთლიანობისა და პირველობის გაგებაში შეცდომის მკაფიო მაგალითად შეიძლება გამოდგეს ბოლო მოვლენები მსოფლიო მართლმადიდებლობაში - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში საეკლესიო განხეთქილების ლეგალიზაცია“, - ხაზი გაუსვა მეუფე ვიქტორმა.
ის თვლის, რომ პირველობისა და პრაქტიკული საკითხების შეთანხმების გაგების კონკრეტიზაციის მცდელობაში, რომელიც დასმულ იქნა მთლიანობის გაგების განხილვის დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპლექსური მიდგომა და როგორც ერთი, ასევე მეორე ცნების ერთობლივი განხილვა.
„ანუ, არსებული მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, არც მთლიანობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს პირველობის ცნებაში ჩაღრმავების გარეშე, არც პირველობას არ შეუძლია არსებობა მთლიანობის გარეშე ყველა დონეზე, რომლებზეც ისინი პრაქტიკულად ურთიერთდაკავშირებულია, რადგანაც მთლიანობა და პირველობა ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთზე არიან დამოკიდებული“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მან ასევე შეგვახსენა, რომ „15 ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არაა სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხს აგებს მთელი მსოფლიო ეკლესიის რაიმე გლობალურ გადაწყვეტილებებზე“. ამიტომაც, „აუცილებელია, რომ ეკლესიები ერთობლივად განსაზღვრავდნენ მსგავსი ორგანოს შემადგენლობას, თემატიკასა და მიზნებს, რომელიც დღის წესრიგს ჩამოაყალიბებდა“.
ამ ხელისუფლების ერთპიროვნული მითვისების შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს შემთხვევაში, „ჩნდება უკმაყოფილება სხვა ადგილობრივი ეკლესიებისგან და წყდება ერთიანობა მთელს მსოფლიო მართლმადიდებლობაში“, - შეაჯამა მეუფე ვიქტორმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს წინამძღოლის, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის აზრით, ფანარიონის „განსაკუთრებული სტატუსი“ არის მართლმადიდებლობაში არსებული კრიზისის პირველმიზეზი.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.