პაპი ფრანცისკე იმიგრანტებს ევროპისთვის კურთხევად თვლის

რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: lifesitenews.com

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ იმიგრანტები წარმოადგენენ  მადლს და ასტიმულირებენ სოციალურ ზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, გადმოგვცემს საიტი Vatican news.

2021 წლის 11 ნოემბერს ვატიკანის მეთაურმა აუდიენცია ჩაატარა კონფერენციის მონაწილეებისთვის „იტალიელები ევროპაში და ქრისტიანული მისია“, რომლის დროსაც განაცხადა, რომ ეკ-ის ქვეყნები მოწოდებულნი არიან გამოავლინონ სოლიდარობა მიგრანტების მიმართ სუბსიდირებაში, რომლებიც „ანახლებენ ქალაქებისა და ქვეყნების სახეს“. პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „მიგრანტები, თუ მათ ეხმარებიან ინტეგრაციაში, წარმოადგენენ მადლს, გამდიდრების წყაროს და ახალ საჩუქარს, რომელიც ახდენს სოციალურ ზრდას“.

ასევე ვატიკანის მეთაური თვლის, რომ ევროპაში მიგრანტები წარმოადგენენ  კურთხევას ადგილობრივი ეკლესიებისთვის, რადგანაც  მათი მეშვეობით შესაძლებელია ეკუმენიზმის წინსვლა. „სხვა ქვეყნებიდან გამოსულებს შეუძლიათ შეხვედრების, ურთიერთობებისა და მეგობრობის მეშვეობით ეკუმენური გზის წინსვლა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მორწმუნეები ძირითადად განეკუთვნებიან რეფორმატორ ან მართლმადიდებლურ თემებს“, - გვატყობინებს Vatican news.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, ვატიკანმა მოუწოდა ეკ-ს აეღო პასუხისმგებლობა მიგრანტებზე ბელარუსის საზღვართან.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.