პოლონელი იერარქი: მეუ-ს გამო ეკლესია ჰიბრიდული ომის პირობებში აღმოჩნდა
არქიეპისკოპოსი გიორგი(პანკოვსკი). ფოტო: ru.wikipedia.org
2021 წლის 11 ნოემბერს ვარშავის ქრისტიანული ღვთისმეტყველების სასწავლებლის (პოლონეთი) რექტორმა, ვროცლავისა და შჩეცინსკის არქიეპისკოპოსმა გიორგიმ (პანკოვსკი) განაცხადა, რომ დღეს ეკლესია ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება.
კსადას-ში სამეცნიერო კონფერენციის დროს, რომელიც ჩატარდა თემაზე: „ეკლესიის კრებითობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები“, არქიეპისკოპოსმა გიორგიმ თქვა, რომ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, „რამდენად სამწუხაროა ადგილობრივ ეკლესიებს შორის ევქარისტული ურთიერთობის, იმედია, დროებითი შეწყვეტა“.
მეუფემ გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ორმხრივ ურთიერთობებში შეწყდა მათი წარმომადგენლების ურთიერთმოხსენიება: „რუსული მართლმადიდებელი ეკლესია - კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო - ელადის მართლმადიდებელი ეკლესია, ანტიოქიის საპატრიარქო - იერუსალიმის საპატრიარქო“.
გარდა ამისა, იერარქმა აღნიშნა, რომ „ჩვენ მაშინ ვერ ვგრძნობდით ეკლესიის ევქარისტიული ერთობის რღვევის მწარე შედეგებს“, რადგან „აღნიშნელი ეკლესიების წინამძღოლები არ იხსენიებდნენ ერთმანეთს და ამით აიძულებდნენ ერთმანეთს მათ შორის წარმოქმნილი კანონიკური პრობლემების გადაფასებას“.
„ახლა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, სადაც ზოგიერთ ეკლესიებს შორის ევქარისტიული ურთიერთობაც შეწყდა. ამის გამო დღეს ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იმ მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება, რომ შეიძლება შემთხვევით და გაუაზრებლად აღმოჩნდეს თანამსახურებაში იმ პირებთან, რომლებსაც ზოგიერთები არაკანონიკურად მიიჩნევენ, ხოლო სხვები არც თვლიან მათ ხელდასხმას კანონიკურად“, - ხაზი გაუსვა პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელმა.
მღვდელმთავრის აზრით, „შექმნილი სიტუაცია ძალიან გავს უკუღმართ სამხედრო მოდელს, ეგრეთ წოდებულ „ჰიბრიდულ მდგომარეობას“.
მაგრამ მეუფე გიორგი დარწმუნებულია, „თუ საერთაშორისო გეოპოლიტიკაში ან ჯარში ამას თავისი გამართლება აქვს, ეკლესიაში მას ადგილი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს“.
თავისი აზრი პოლონელმა იერარქმა დაასრულა წმინდა ბასილი დიდის სიტყვებით, რომელმაც თქვა: „მე ვერ მივიჩნევ ეპისკოპოსად და ქრისტეს მღვდელთა რიცხვს ვერ მივაკუთვნებ იმას, ვინც ერისკაცთა მიერ ბრძანებლობისთვის და რწმენის განადგურებისთვის იყო დანიშნული“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) აზრით, მსოფლიო მართლმადიდებლობაში კრიზისი შეიძლება დაძლეული იყოს მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევით, რომლის წინააღმდეგ გამოდის ფანარიონი.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.