სერბი პატრიარქი: ვაღიარებთ მხოლოდ უმე-ს უნეტარესი ონუფრის მეთაურობით

სერბეთის პატრიარქი პორფირი. ფოტო: pravlife.org

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მეთაურობით. ამაზე ნათქვამია სერბეთის პატრიარქ პორფირეს მისასალმებელ სიტყვაში საერთაშორისო კონფერენციის "ეკლესიის ერთობა: საღვთისმეტყველო, კანონიკური და ისტორიული განზომილებები"-ს ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი.

სმე-ს წინამძღვრის მისალმება წაიკითხა სერბეთის უწმინდესი პატრიარქის ვიკარმა და კიევში საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილემ, მორავიჩის ეპისკოპოსმა ანტონმა (პანტელიჩი).

"ღმერთმა მოგვისაჯა ჩვენ გვეცხოვრა ეპოქაში, და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული (მათ,24:12) და მართლმადიდებელ სამყაროში განელებულია ერთობის გრძნობა. ამ კრიზისის შედეგები გახდა ის სიძნელეები, რაც განიცადა   უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. რთული განსაცდელები, რომელიც თავს დაატყდა უკრაინის მართლმადიდებელ ხალხს, ეკლესიური თანაარსობის, ერთიანობისა და ერთობის კანონით, ჩვენ ვუთანაგრძნობთ ჩვენს ძმებს.  როდესაც ახლო წარსულში სერბეთის ტაძრები ნანგრევებად იქცა და ათასობით სერბი ლტოლვილი გახდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სულიერად ჩვენთან იყო, და ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით კიევის ლოცვით მხარდაჭერას",- აღნიშნა სერბეთის პატრიარქმა თავის მიმართვაში.

 პატრიარქის სიტყვებით, "სქიზმატიკოსების მხარდაჭერა, მუქარები და ძალმომრეობა, მართლმადიდებელი ეკლესიების მიტაცება და დისკრიმინაციული კანონების მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონიკურ მართლმადიდებლობას, არ შეიძლება გამართლდეს არავითარი სახელმწიფოებრივი ან ეროვნული მოსაზრებებით, ვინაიდან ყველაფერი ეს არის ღია ბრძოლა ქრისტე მაცხოვრის წინააღმდეგ, და ასევე მისი ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ".

"წმინდა საბას ეკლესია აღიარებდა და აღიარებს უკრაინაში მხოლოდ კანონიკურ ეკლესიას- უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენი უნეტარესობის ომოფორის ქვეშ. საერთო თასით ზიარებისას, ჩვენ ვლოცულობთ შეწყდეს არეულობა უკრაინის მიწაზე",- გადასცა სერბეთის პატრიაქმა პორფირემ თავის მიმართვაში კონფერენციის მონაწილეებსა და უმე-ს წინამძღვარს.

გამოსვლის დასასრულს წმინდა ეკლესიის წინაშე ღვაწლისათვის უმე-ს წმინდა მოციქულთასწორი თავად ვლადიმირ I -ის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს სერბეთის პატრიარქის ვიკარი, მორავიჩეს ეპისკოპოსი ანტონი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 11 ნოემბერს კიევში მიმდინარეობს კონფერენცია ეკლესიის პირველობისა და ერთობის საკითხებში.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.

ბანჩენის მონასტერში ყვებოდნენ მეუფე ლონგინოზის ჰოსპიტალიზაციის მიზეზზე

მონასტერში ითხოვენ მეუფისთვის ლოცვას, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.