უმე-ს სპიკერი: რით განსხვავდება განხეთქილების მოგვარება მეუ-ს აღიარებისგან
დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: скриншот/YouTube/Интерфакс-Украина
ისეთი საკითხები, როგორიცაა განხეთქილების თავიდან აცილება, ერთობლივად უნდა წყდებოდეს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიებს მიერ, თქვა უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა კონსტანტინ მატვიენკოსთან ღია დიალოგის დროს პრეს- სამსახურში «Интерфакс-Украина».
მამა ნიკოლაიმ მოიყვანა განხეთქილების თავიდან აცილების კარგი მაგალითი და ახსნა, ისე რა არ გაკეთდა უკრაინის სიტუაციაში.
"არც ისე დიდი ხნის წინ, 1998 წლის 1-3 სექტემბერს სოფიაში (ბულგარეთი-რედ.)- იყო კრება, სადაც შეიკრიბა ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაური,-გაიხსენა უმე-ს სპიკერმა.- იქ იყო განხეთქილება, ცოტა სხვანაირი, არ ჰგავდა ჩვენსას. ასევე იყო პარალელური იერარქია, ეპისკოპოსები, რომლებმაც არ აღიარეს პატრიარქი.
ყველა ადგილობრივი ეკლესია, და პატრიარქი ბართლომე, შეიკრიბნენ ბულგარეთში, სოფიაში და გადაწყვიტეს ეს საკითხი. ყოველი ეპისკოპოსი, რომელიც იმყოფებოდა განხეთქილებაში, მოვიდა სინანულის წერილით (ჩცვენთან ეს არ ყოფილა), და მაშინ ისინი მიიღეს სასაუბროდ".
უკრაინის სიტუაციაში ფანარიონის მეთაური მოიქცა სრულიად სხვაგვარად და არ იკითხა სხვა ეკლესიების აზრი, აღნიშნა სსუგ-ს უფროსის მოადგილემ.
"რა იყო ჩვენთან? პატრიარქ ბართლომეს პირდაპირი ჩარევა ჩვენს საეკლესიო საქმეებში, განხეთქილება, სამრევლოების მიტაცება,- განაცხადა მამა ნიკოლაიმ.-ჩვენ ვხედავდით, რა კეთდებოდა ჩვენთან, დასავლეთ უკრაინაში. ნაწილობრივ ერთეული შემთხვევები ახლაც არის. და საკითხი არ გადაწყვეტილა".
მღვდელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის განხეთქილების საკითხის გადაწყვეტა საჭირო იყო ერთობლივად კანონების საფუძველზე.
"ხოლო კანონები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელსაც არა აქვს სამღვდელო ხარისხი, ის უნდა (ხელახლა) იქნას ხელდასმული,-თქვა მან. ყველაფერი ეს ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა".
როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ ფანარიონის მეთაური უფრო რკე-სთან დიალოგისკენ მიილტვის, ვიდრე მართლმადიდებლობასთან.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით
უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს
გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.