ეკლესიის ერთიანობაზე „მიუფურთხებია“,- იერარქი ფანარიონის მეთაურის სიტყვებზე

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: golos.ua

არ შეუძლია „მიფურთხება“ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ეკლესიის ერთიანობაზე. ამაზე კიევის მიტროპოლიის ვიკარმა, ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა  ბარიშევკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა)დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე პასუხში ფანარიონის მეთაურის შესაბამის კომენტარზე რუსეთის ეკლესიის დიპტიხიდან მისი სახელის ამოღების თაობაზე.

უმე-ს იერარქის აზრით, ფანარიონის მეთაურის ეს სიტყვები „არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ მეუ-ს წარმოქმნის ირგვლივ სიტუაცია სხვა არაფერით იყო ნაკარნახევი, გარდა საკუთარი ამბიციებისა“, და ავტოკეფალიის მინიჭებაზე ტომოსის გადაცემა დაფუძნებული იყო „არა ეკლესიის კანონებზე, არამედ ზუსტად იმ ფრაზაზე,რომელიც მან გამოიყენა“.

„იმიტომ რომ არ შეუძლია „მიფურთხება“ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ეკლესიის ერთიანობაზე, ასრულებს რა ქრისტეს სიტყვებს“და ყველანი იქნებიან  ერთნი“,- აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. -არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს სხვა ადგილობრივი, ასე ვთქვათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ეკლესიის პოზიციისადმი პატრიარქს, რომელსაც პრეტენზია აქვს ეკლესიის მეთაურობაზე, რაზეც თვითონ არაერთხელ განაცხადა. ბოლოს და ბოლოს არ შეუძლია ევქარისტიულ ერთობაზე ასეთი საუბარი ნებისმიერ ქრისტიანს.  არამედ თუ გადავიტანთ პატრიარქ ბართლომეს სიტყვებს სხვა განზომილებაში რას მივიღებთ? საშინელ მკრეხელობას, რომელსაც არაფერი არა აქვს ქრისტიანობასთან“.

საშინელია ვიფიქროთ, რომ ამავე სიტყვებით შეუძლია პატრიარქ ბართლომეს უპასუხოს კითხვას, როგორი დამოკიდებულება აქვს მას იმაზე, რომ ქრისტეს სხეული იტანჯება განხეთქილების გამო, რომელიც წარმოიქმნა მისი ბრალით, დაამატა იერარქმა.

„ხოლო ჩვენ- „არ მიგვიფურთხებია“,- აღნიშნა მან. -იმიტომ რომ „და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა“(1კორინ.12,26).  და როგორადაც არ უნდა აჩვენებდეს პატრიარქი ბართლომე მართლმადიდებელი სამყაროს ნახევარზე უმეტესობისადმი თავის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ რამეს- დატანჯულ და გზააბნეულ ადამიანს, რომელიც  თავისი სიტყვებითა და ქმედებებით სულ უფრო შორდება ქრისტეს“.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაუმატა, რომ მას, და მილიონობით მართლმადიდებლ ქრისტიანს მთელ მსოფლიოში „არ მიუფურთხებია“ ღმერთის დანატოვარ ერთიანობაზე, და „ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას, რათა ყველა  ერთი იყოს ქრისტე იესოში, ვილოცებთ „ყველასა დ ყველაფერზე“, და მათ შორის პატრიარქ ბართლომეს შეგონებისათვის“.

ადრე უმე-ს იერარქია განაცხადა, რომ ფანარიონის მეთაური რკე-სთან დიალოგისკენ უფრო მიისწრაფის, ვიდრე მართლმადიდებლებთან.

 

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.