მეუ-ში ფილარეტს „კანონთა დარღვევის“ გამო დაუყვავეს

მარცხნიდან – მარჯვნივ: იოსეფ შიბაევი, ეპიფანე დუმენკო, ფილარეტ დენისენკო. ფოტო: UA.Info

2021 წლის 30 ოქტომბერს მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ დაუყვავა კს უმე-ს მეთაურს ფილარეტ დენისენკოს მეუ-ს „კანონიკური წესისა და წესდების დარღვევის გამო“.

ეპიფანეს სიტყვებით, „2021 წლის 29 ოქტომბრის წერილობითი შეტყობინებისა და ფოტოსურათებიდან“ მან გაიგო „კიევში მღვდელმსახურთა მიერ შესრულებული ქმედებების შესახებ, რომლებიც არღვევდნენ კანონიკურ წესრიგს და საეკლესიო წესდებას“.

მან კს უმე-ს ხელმძღვანელს დენისენკოს შეახსენა, რომ „კიევის ეპარქიის ერთადერთი მმართველი მეუ-ს წინამძღოლია“, ხოლო „საპატიო  პატრიარქი“ ფილარეტი  ამ სტრუქტურის შემადგენლობაში რჩება, თუმცა მან „დაკარგა კანონიკური  უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ეპარქიის მმართველობას უკავშირდებიან“.

დუმენკომ ხაზი გაუსვა, რომ ფილარეტს ეკრძალება „სამღვდელმთავრო ქიროტონიების ჩატარება“ და საერთოდ  ყველა ქმედებისა, რომლებიც „მხოლოდ მმართველი ეპისკოპოსის პრეროგატივას“ წარმოადგენენ.

ეპიფანემ დენისენკო გააფრთხილა, რომ თუ ის კიდევ ერთხელ გაბედავს „სამღვდელმთავრო ხელდასხმის წესის“ აღსრულებას, მაშინ ეს წესი, „როგორც აკრძალვის მდგომარეობაში ჩატარებული, ანტიკანონიკურია და პირები, რომლებიც საეპისკოპოსო მსახურებისთვის ეკლესიის მიერ არასათანადოდ  იყვნენ გამორჩეულები, არც ახლა და არც მომავალში არ იქნებიან  აღიარებულები“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ფილარეტ დენისენკოს აზრით, მეუ - არაკანონიკური ეკლესიაა, ხოლო კს უმე-ს „იერარქმა“ იოასაფ შიბაევმა განაცხადა, რომ ის და მისი სავიკარო „ეპისკოპოსი“ არასდროს არ ყოფილან მეუ-ს შემადგენლობაში

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.